კომპანია შპს "მატექს ჯორჯია", "VESTEL"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ბათუმსა და თბილისშიგაყიდვების მრჩევლისპოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი ჭავჭავაძის N21, ქ. თბილისი წერეთლის 126 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე, ცვლების მიხედვით, ჯამში 40 საათი); (მაღაზია მუშაობს 10:00-20:00 სთ) ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
ძირითადი მოვალეობები:
დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
კომპანიაში არსებული და ახალი პროდუქციის შესწავლაში მაღალი ჩართულობა;
გაყიდული პროდუქციის ადგილზე დეტალურად შემოწმება და შეფუთვა;
გაყიდული პროდუქტის შესახებ, მომხმარებლისთვის საგარანტიო პირობების გაცნობა;
გაყიდვების გაუმჯობესებასა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
პროდუქციის სტენდებზე განთავსებაში მონაწილეობის მიღება;
მაღაზიის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
მაღაზიის მენეჯერის მიერ გაცემული სამსახურებრივი დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ზოგადი ან უმაღლესი განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი/სტუდენტი) ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ტექნიკის მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
სასურველია უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული თვისებები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული;
პასუხისმგებლობიანი;
გუნდური მუშაობის უნარი;
პუნქტუალური;
მოტივირებული;
განვითარებაზე ორიენტირებული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.