standart

HVAC ინჟინერი

17 August - 16 September
Details
Address
მედეა ჩახავას ქუჩა, თბილისი
Salary
2000-4000 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - HVAC-ის ინჟინრის პოზიციაზე.

 

ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.

 

სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა);

ადგილმდებარეობა: . თბილისი, მედეა ჩახავას #9.

ანაზღაურება: 2000-4000, გამოცდილების მიხედვით.

 

ფუნქცია-მოვალეობები:


  • მექანიკურ-საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება და პროექტის მექანიკური ნაწილის პროექტირება;
  • Plumbing  და HVAC  სისტემების პროექტირება;
  • ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა და კომპონენტების სრული სიის მომზადება;
  • არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა;
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა;
  • პროექტის პროცესში ინჟინერ-მემონტაჟებთან, პროექტ მენეჯერთან და სხვა ჩართულ პირებთან კომუნიკაცია;
  • ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:


  • სასურველია, შესაბამისი სერტიფიკატების არსებობის შემთხვევაში მათი წარდგენა;
  • სასურველია საოფისე პროგრამებისა და საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების  (AUTOCAD) ცოდნა;
  • აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

უნარები და თვისებები:


  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:


  • სამედიცინო დაზღვევა
  • სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV 


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

 

Category
Engineering
Location
Vazha Pshavela Ave, თბილისი, საქართველო
17 August - 16 September