ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და სტუმართმოყვარე ჰოსტესს ჩვენს გუნდში.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა და მომსახურების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- ჯავშნების მიღება, კონტროლი და აღრიცხვა;
- სხვადასხვა აქტივობის/სერვისის ჯავშნების მართვა (გაკვეთილები, გასეირნებები და სხვა);
- სატელეფონო ზარების მიღება და ჯავშნების გაფორმება;
- SMS შეტყობინებებზე დროული პასუხი;
- სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;
- ჯავშნებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწესრიგებულად აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — აუცილებელია;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა;
- სტუმრებთან თავაზიანი და მეგობრული კომუნიკაციის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის — განვიხილავთ დამწყებ კანდიდატებსაც.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
- სამუშაო საათები: 11:00–20:00;
- კვირაში 1 დასვენების დღე;
- სამუშაო არის ადგილზე.
ანაზღაურება:
1600 ლარი + გაყიდვებიდან 3% ბონუსი.
თუ ხარ კომუნიკაბელური, ენერგიული და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გამოგვიგზავნე CV და შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!