Premium

Pre-Sales ინჟინერი

17 August - 16 September
Details
Address
აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
09:30 - 18:30
Languages
English
Experience
2-3 years
Education
Bachelor
Department
Information technology
Rest days
Saturday, Sunday

Vacancy description

IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას Pre-Sales ინჟინერის პოზიციაზე.

 

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც IT პროექტებისა და გაყიდვების გუნდებთან ერთად ჩაერთვება კლიენტების საჭიროებების ანალიზში, ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და გაყიდვების პროცესის მხარდაჭერაში.

პოზიცია აერთიანებს როგორც ტექნიკურ, ისე კომერციულ კომპონენტებს და მოითხოვს ეფექტურ თანამშრომლობას კლიენტებთან, პარტნიორებთან და შიდა გუნდებთან.

 

დამატებითი სარგებელი:


  •    ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)
  •    შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

კლიენტის მოთხოვნების ანალიზი


  •    Discovery შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
  •    ბიზნესისა და ტექნიკური მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და დოკუმენტირება;
  •    Use Case-ების იდენტიფიცირება და პროექტის Scope-ის განსაზღვრა;
  •    კლიენტის ბიზნეს და ტექნიკური საჭიროებების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. 

ტექნიკური გადაწყვეტილების შემუშავება


  •    კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად ტექნიკური არქიტექტურისა და გადაწყვეტილების შემუშავება;
  •    საჭირო პროდუქტების, ტექნოლოგიებისა და ინტეგრაციების განსაზღვრა;
  •    ლიცენზიების, მომხმარებლების, სერვერების, აგენტებისა და სხვა საჭირო რესურსების რაოდენობის განსაზღვრა;
  •    პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალის (BoM-Bill of Materials) მომზადება.

გაყიდვების პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა:


  •    გაყიდვების გუნდთან აქტიური თანამშრომლობა პროდუქტის გაყიდვის ციკლის ყველა ეტაპზე;
  •    კლიენტებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა და მათგან შემოსული საკითხების დამუშავება;
  •    ტექნიკური პრეზენტაციების, პროდუქტის დემო სესიებისა და Proof of Concept (PoC)-ების დაგეგმვა და ჩატარება;
  •    ტექნიკური გადაწყვეტილების ბიზნეს ღირებულებისა და უპირატესობების ეფექტური წარმოჩენა;
  •    კომერციული შეთავაზებებისა და RFP/RFQ დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა.

პარტნიორებთან და შიდა გუნდებთან თანამშრომლობა:


  •    ტექნოლოგიურ პარტნიორებთან/მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  •    კომერციული შეთავაზების მოსამზადებლად გაყიდვების გუნდისთვის ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება;
  •    პროექტის Scope-ის საბოლოო შეთანხმება;
  •    პროექტის რისკების შეფასება;
  •    პროექტის იმპლემენტაციის ეტაპამდე მიყვანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·    IT სფეროში მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება. პრიორიტეტული მიმართულებებია:


  •     Support Specialist (L1/L2);
  •     Junior System Administrator;
  •     NOC Engineer;
  •     Service Desk Engineer;
  •     Network Support Engineer;
  •     Technical Account Manager;
  •     Junior Cybersecurity Engineer.

ტექნიკური კომპეტენცია:


  •    IT ინფრასტრუქტურის ძირითადი კომპონენტების (სერვერები, ქსელები, ოპერაციული სისტემები, ვირტუალიზაცია, Storage) ცოდნა;
  •    სისტემური და ქსელური არქიტექტურის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  •    ბიზნესისა და ტექნიკური მოთხოვნების ანალიზისა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტის შემუშავების უნარი;
  •    სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტისა და ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების გააზრება;
  •    BoM-ის მომზადებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნის უნარი;
  •    ტექნიკური პრეზენტაციებისა და დემოების ჩატარების გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენცია:


  •    ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  •    ტექნიკური საკითხების გასაგებად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი სხვადასხვა აუდიტორიისთვის;
  •    კლიენტის ბიზნეს საჭიროებების გააზრებისა და შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტის შეთავაზების უნარი;
  •    პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  •    გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
  •    შედეგზე ორიენტირებული და პროაქტიური მიდგომა.

ენების ცოდა:


·      ინგლისური - B2 დონე.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.


გისურვებთ წარმატებას!

Location
აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
17 August - 16 September