standart

სუშის მზარეულის დამხმარე

18 აგვისტო - 17 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"სუში რუმი" აცხადებს ვაკანსიას სუშის მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

გაიხსნა "სუში რუმ"-ის პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში. თუ გაინტერესებს იაპონური სამზარეულო, გაქვს გამოცდილება, ინტერესი და მოტივაცია, რომ გახდე იაპონური სამზარეულოს მაღალი დონის მზარეული, ეს ვაკანსია შენთვის არის.

ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად)
სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი

რას გთავაზობთ:

  •  მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
  • უნიკალურ შესაძლებლობას იმუშაოთ და ისწავლოთ იაპონური სამზარეულო სუშის ოსტატი მზარეულისგან;
  • პრემიუმ სამზარეულოს, მაღალი ხარისხის პროდუქციით, ინვენტარით და ხელსაწყოებით;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  •  სადაზღვევო პაკეტის არჩევანს.

მოთხოვნები:
  • ინტერესი იაპონური სამზარეულოს მიმართ (გამოცდილება პლუსია);
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა;
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პასუხისმგებლობა/მოვალეობები:

  • მოსამზადებელი სამუშაოები მზარეულის მითითებით (ბოსტნეულის დაჭრა, სოუსის მომზადება, სხვადასხვა ინგრედიენტის შეწვა/შესაბამის ტემპერატურაზე დამუშავება და ა. შ.);
  • სამზარეულოს ინვენტარის და ზედაპირების რეცხვა დასუფთავება;
  • სამზარეულოში მიხმარება საჭიროების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: info@sushiroom.ge, სათაურის ველში "სუშის მზარეულის ასისტენტი". განცხადებას უნდა ერთოდეს ფოტოსურათი.

შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი. სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ.
კატეგორია
ჰორეკა
სოციალური ქსელები
18 აგვისტო - 17 სექტემბერი