გაიხსნა "სუში რუმ"-ის პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში. თუ გაინტერესებს იაპონური სამზარეულო, გაქვს გამოცდილება, ინტერესი და მოტივაცია, რომ გახდე იაპონური სამზარეულოს მაღალი დონის მზარეული, ეს ვაკანსია შენთვის არის.
ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად) სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი
რას გთავაზობთ:
მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
უნიკალურ შესაძლებლობას იმუშაოთ და ისწავლოთ იაპონური სამზარეულო სუშის ოსტატი მზარეულისგან;
პრემიუმ სამზარეულოს, მაღალი ხარისხის პროდუქციით, ინვენტარით და ხელსაწყოებით;
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
სადაზღვევო პაკეტის არჩევანს.
მოთხოვნები:
ინტერესი იაპონური სამზარეულოს მიმართ (გამოცდილება პლუსია);
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა;
პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პასუხისმგებლობა/მოვალეობები:
მოსამზადებელი სამუშაოები მზარეულის მითითებით (ბოსტნეულის დაჭრა, სოუსის მომზადება, სხვადასხვა ინგრედიენტის შეწვა/შესაბამის ტემპერატურაზე დამუშავება და ა. შ.);
სამზარეულოს ინვენტარის და ზედაპირების რეცხვა დასუფთავება;
სამზარეულოში მიხმარება საჭიროების შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: info@sushiroom.ge, სათაურის ველში "სუშის მზარეულის ასისტენტი". განცხადებას უნდა ერთოდეს ფოტოსურათი.
შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი. სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ.