standart

საუზმის მზარეული

18 August - 17 September
Details
Address
Batumi
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო "Hotel Indigo Batumi Old Town", თავისი უნიკალური არქიტექტურით ასახავს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. სასტუმროში წარმოდგენილია ბრენდული რესტორანი Brasserie 1900, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ ევროპული და თანამედროვე ქართული სამზარეულოთი.

Brasserie 1900 გთავაზობთ დახვეწილ, კომფორტულ და თანამედროვე გარემოს, სადაც თანაბრად იგრძნობა როგორც ისტორიის სიღრმე, ასევე მომსახურების თანამედროვე სტანდარტები. ამჟამად ვეძებთ პასუხისმგებლიან და პროფესიონალ საუზმის მზარეულს, რომელიც უზრუნველყოფს საუზმის უმაღლეს ხარისხს, გემოსა და ვიზუალურ სტანდარტებს საერთაშორისო ბრენდის მოთხოვნების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

  • საუზმის მენიუს კერძების (ცივი/ცხელი პოზიციები) მომზადება და სერვირება;
  • საუზმის ხაზის მუდმივი კონტროლი და კერძების დროული განახლება;
  • პროდუქტების ხარისხის, მარაგებისა და შენახვის ვადების მკაცრი კონტროლი;
  • სამზარეულოში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და HACCP-ის სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მზარეულად მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასტუმროს საუზმის ხაზზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • დილის საათებში სწრაფ, დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დისციპლინა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:

  • კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • უფასო კვებას და უნიფორმას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო ქსელში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 
18 August - 17 September