"SmartPaw" არის ქართული სტარტაპი, რომელიც 2025 წლიდან ნერგავს ინოვაციურ სერვისებს, პროდუქტებს და მიდგომებს შინაური და მიუსაფარი ცხოველების მოვლის მიმართულებით. ჩვენი მიზანია შევქმნათ და განვავითაროთ ცხოველების პასუხისმგებლობიანი მეპატრონეების Community, რომელსაც შევთავაზებთ ჩვენს ინოვაციებს. გამომდინარე იქიდან, რომ "სმართფო" გადადის განვითარების ახალ ეტაპზე, კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
პირველი სამი თვე, კანდიდატი გაივლის ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიოდს (1, 000 ლარი თვეში), რომლის წარმატებით გავლის შემდეგ - დასაქმდება გრძელვადიანი კონტრაქტით.
ჩვენ გთავაზობთ:
დასაქმებას მზარდ, სწრაფად განვითარებად კომპანიაში
პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას
ხელფასს: გამოსაცდელი ვადა - 1, 000 ლარი (პირველი სამი თვე); გრძელვადიანი კონტრაქტი 1, 500 ლარი + ბონუსების სისტემა
საწვავის და ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯების ანაზღაურებას