კომპანია SEKKEI PARK აცხადებს მიღებას შესყიდვების დეპარტამენტში სტაჟიორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ვაკანსიის შესახებ:
ანაზღაურება: 700 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9
საკონტაქტო ტელ.ნომერი: 595 116 735
ფუნქცია-მოვალეობები:
ადგილობრივ მომწოდებლებთან ყოველდღიური სამუშაო კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა;
კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების პროცესში მენეჯერის ასისტირება;
ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეძენა საუკეთესო პირობებით;
მომწოდებლებისგან მიღებული შეთავაზებებისა და ფასების Excel-ში შეყვანა, შედარება და პირველადი ანალიზი;
შეკვეთების განთავსება და მათი შესრულების ვადების კონტროლი;
არსებული მომწოდებლების ბაზის მუდმივი განახლება, ფაილების მოწესრიგება და განვითარება.
ძირითადი მოთხოვნები:
Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა.
უნარები და თვისებები:
სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
სამედიცინო დაზღვევა;
პროფესიული განვითარება;
სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.