"Episode Food Holding" აცხადებს ვაკანსიასუნივერსალური მზარეულისპოზიციაზე ქუთაისში მცხოვრები კანდიდატებისთვის.
ვეძებთ გამოცდილ და პროფესიონალ მზარეულს, რომელსაც შეუძლია სამზარეულოს სხვადასხვა მიმართულებაზე ხარისხიანად მუშაობა და მისთვის კომფორტულია ქუთაისი-ბათუმის როტაციული სამუშაო ფორმატი.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კანდიდატს შეეძლოს დამოუკიდებლად და ხარისხიანად მუშაობა როგორც ცივი და ცხელი კერძების, ასევე ცომისა და ცომეულის მიმართულებით.
სამუშაო ფორმატი
2 კვირა - "ქუთაისის სახლში", ქუთაისი
2 კვირა - "ბათუმის სახლში", ბათუმი
ბათუმში მუშაობის პერიოდში კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს:
საცხოვრებლით
ორჯერადი კვებით
სამუშაო გრაფიკი
კვირაში 5 სამუშაო დღე
კვირაში 2 დასვენების დღე
სამუშაო საათები: 12:00 - 00:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 2, 500 ლარი ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები
ცივი კერძების პროფესიონალურად მომზადება;
ცხელი კერძების მომზადება და შესაბამის სექციაზე დამოუკიდებლად მუშაობა;
ცომთან და ცომეულთან ხარისხიანი მუშაობა;
საჭიროების შესაბამისად სამზარეულოს სხვადასხვა სექციაზე მუშაობა;
კერძების მომზადება დამტკიცებული რეცეპტურისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად;
კერძის გემოს, ვიზუალის, ხარისხისა და პორციონირების სტანდარტების დაცვა;
პროდუქტის სწორად დამუშავება და მომზადება;
სამუშაო სადგურისა და საჭირო ინგრედიენტების წინასწარ მომზადება;
შეკვეთების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
მაღალი დატვირთვის პერიოდში სწრაფი, ორგანიზებული და ხარისხზე ორიენტირებული მუშაობა;
ნედლეულის სწორად შენახვა და ვადების კონტროლი;
პროდუქტის დანაკარგებისა და არამიზნობრივი ხარჯვის მინიმიზაცია;
სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა;
სამუშაო სივრცის, ინვენტარისა და დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა;
სამზარეულოს გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
"ქუთაისის სახლში" და "ბათუმის სახლში" კომპანიის ერთიანი ხარისხის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
მზარეულად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
ცივი კერძების მომზადების გამოცდილება;
ცხელი კერძების მომზადების გამოცდილება;
ცომთან მუშაობის კარგი პრაქტიკული უნარები;
სხვადასხვა სექციაზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
კერძის ხარისხისა და ვიზუალის მიმართ მაღალი მოთხოვნა;
მაღალი დატვირთვის პირობებში სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობისა და დისციპლინის მაღალი დონე;
გუნდური მუშაობის უნარი.
მნიშვნელოვანია: ვაკანსია განკუთვნილია ქუთაისში მცხოვრები კანდიდატებისთვის და კანდიდატისთვის მისაღები უნდა იყოს ყოველთვიურად 2 კვირა ქუთაისში და 2 კვირა ბათუმში მუშაობა. რას გთავაზობთ?
2, 500 ლარის ფიქსირებულ ანაზღაურებას;
ბათუმში მუშაობის პერიოდში საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
ბათუმში მუშაობის პერიოდში ორჯერად კვებას;
სტაბილურ სამუშაო გარემოს;
ორ განსხვავებულ ობიექტში პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
Episode Food Holding-ის ფარგლებში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.