standart

უნივერსალური მზარეული

21 August - 20 September
Details
Address
Batumi and Kutaisi
Salary
2500 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"Episode Food Holding" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მზარეულის პოზიციაზე ქუთაისში მცხოვრები კანდიდატებისთვის.

ვეძებთ გამოცდილ და პროფესიონალ მზარეულს, რომელსაც შეუძლია სამზარეულოს სხვადასხვა მიმართულებაზე ხარისხიანად მუშაობა და მისთვის კომფორტულია ქუთაისი-ბათუმის როტაციული სამუშაო ფორმატი.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კანდიდატს შეეძლოს დამოუკიდებლად და ხარისხიანად მუშაობა როგორც ცივი და ცხელი კერძების, ასევე ცომისა და ცომეულის მიმართულებით.

სამუშაო ფორმატი

  • 2 კვირა - "ქუთაისის სახლში", ქუთაისი
  • 2 კვირა - "ბათუმის სახლში", ბათუმი
ბათუმში მუშაობის პერიოდში კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს:

  • საცხოვრებლით
  • ორჯერადი კვებით
სამუშაო გრაფიკი

  • კვირაში 5 სამუშაო დღე
  • კვირაში 2 დასვენების დღე
  • სამუშაო საათები: 12:00 - 00:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 2, 500 ლარი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები


  • ცივი კერძების პროფესიონალურად მომზადება;
  • ცხელი კერძების მომზადება და შესაბამის სექციაზე დამოუკიდებლად მუშაობა;
  • ცომთან და ცომეულთან ხარისხიანი მუშაობა;
  • საჭიროების შესაბამისად სამზარეულოს სხვადასხვა სექციაზე მუშაობა;
  • კერძების მომზადება დამტკიცებული რეცეპტურისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად;
  • კერძის გემოს, ვიზუალის, ხარისხისა და პორციონირების სტანდარტების დაცვა;
  • პროდუქტის სწორად დამუშავება და მომზადება;
  • სამუშაო სადგურისა და საჭირო ინგრედიენტების წინასწარ მომზადება;
  • შეკვეთების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
  • მაღალი დატვირთვის პერიოდში სწრაფი, ორგანიზებული და ხარისხზე ორიენტირებული მუშაობა;
  • ნედლეულის სწორად შენახვა და ვადების კონტროლი;
  • პროდუქტის დანაკარგებისა და არამიზნობრივი ხარჯვის მინიმიზაცია;
  • სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა;
  • სამუშაო სივრცის, ინვენტარისა და დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სამზარეულოს გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
  • "ქუთაისის სახლში" და "ბათუმის სახლში" კომპანიის ერთიანი ხარისხის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:


  • მზარეულად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ცივი კერძების მომზადების გამოცდილება;
  • ცხელი კერძების მომზადების გამოცდილება;
  • ცომთან მუშაობის კარგი პრაქტიკული უნარები;
  • სხვადასხვა სექციაზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კერძის ხარისხისა და ვიზუალის მიმართ მაღალი მოთხოვნა;
  • მაღალი დატვირთვის პირობებში სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობისა და დისციპლინის მაღალი დონე;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
მნიშვნელოვანია: ვაკანსია განკუთვნილია ქუთაისში მცხოვრები კანდიდატებისთვის და კანდიდატისთვის მისაღები უნდა იყოს ყოველთვიურად 2 კვირა ქუთაისში და 2 კვირა ბათუმში მუშაობა.

რას გთავაზობთ?


  • 2, 500 ლარის ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • ბათუმში მუშაობის პერიოდში საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
  • ბათუმში მუშაობის პერიოდში ორჯერად კვებას;
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • ორ განსხვავებულ ობიექტში პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
  • Episode Food Holding-ის ფარგლებში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
განაცხადის გამოგზავნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) 
21 August - 20 September