სამუშაო საათები: 09:30-18:30 სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით) ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 + ბონუსი შესრულებიდან (პენეტრაცია - (შეღწევადობა ბრუნვა (გრამაჟი, თანხობრივი), ასორტიმენტი (პრინციპი ვარსკვლავი), სამოტივაციო კვარტალური, წლის ბოლოს შესრულებული გეგმა) (სავალდებულოა სტაჟირების პერიოდი 1-2 კვირამდე, სტაჟირება ანაზღაურებადია) მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის ქუჩა ძირითადი მოვალეობები:
ჰორეკა (სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები, სხვა კვების ობიექტები) ობიექტებში მოლაპარაკებების წარმართვა
არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება.
ახალი კლიენტების მოძიება.
დებიტორების სიის ანალიზი და კონტროლი, შემცირების უზრუნველყოფა.
კვების ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების მონიტორინგი.
პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა (მიწოდება, ვადები, ხარისხი და სხვა)
გაყიდვების შედეგების, ქსელის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი.
სავაჭრო ობიექტებისაგან შეკვეთების აღება და მათი ასახვა შესაბამის სისტემაში.
კლიენტებთან ვიზიტების განხორციელება სხვადასხვა მიზნით, როგორიცაა მარაგების, ვადების, ფასდებულებისა და პლანოგრამის კონტროლი.
კლიენტებისთვის საქონლის მიწოდების პროცესის მონიტორინგი, სასაქონლო წყვეტის პრევენციის ან/და აღმოფხვრის მიზნით.
კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების ჩატარება
ვალების კონტროლი და შემცირების უზრუნველყოფა
გაყიდვიდან მიღებული თანხის ჩაბარება და კომპანიის ანგარიშზე შეტანა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
გაყიდვების პროცესების ცოდნა
ორგანიზებულობა
კომუნიკაბელურობა
მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა და მანქანის ფლობა.