Premium

გარე გაყიდვების აგენტი (Direct / Field Sales Agent)

31 August - 30 September
Details
Address
108 აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

გარე გაყიდვების აგენტი (Direct / Field Sales Agent)


თუ ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური, აქტიური და შედეგზე ორიენტირებული, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ველზე ( გარე ობიექტებზე) მუშაობა და ახალი კავშირების დამყარება — ეს შესაძლებლობა შენთვისაა!



„თერმოინდუსტრია“ ეძებს გარე გაყიდვების აგენტს, რომელიც დაამყარებს პირდაპირ კომუნიკაციას ხელოსნებთან, ოსტატებთან, მცირე ობიექტებთან და პოტენციურ მომხმარებლებთან.


თუ გაქვს წარმატების მიღწევის სურვილი, არ გაშინებს აქტიური სამუშაო და გაინტერესებს გათბობა-გაგრილების სფერო — შემოგვიერთდი!

გახდი „თერმოინდუსტრიის“ გარე გაყიდვების გუნდის წევრი!


ვინ ვართ ჩვენ?


შპს „თერმოინდუსტრია“ გათბობა-გაგრილების, კონდიცირების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში.

კომპანია 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს ხარისხიან პროდუქტსა და პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


გარე გაყიდვების აგენტის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს:

  • სამშენებლო/სარემონტო ობიექტების, საშუალო და მცირე კონტრაქტორების აქტიური მოძიება „ველზე“;
  • მშენებარე ობიექტებთან პირდაპირი კომუნიკაცია, კომპანიის პროდუქციისა და მიმართულების გაცნობა;
  • ობიექტებზე ვიზიტები, მომხმარებელთა საჭიროებების ადგილზე შეფასება და პროდუქციის შეთავაზება;
  • საცალო/საბითუმო ობიექტებთან და პროექტებთან მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების სტიმულირებისთვის;
  • კომპანიის პროდუქციისა და მიმდინარე აქციების/ფასდაკლებების პოპულარიზაცია;
  • ინდივიდუალური გაყიდვების გეგმების შესრულება და ყოველდღიური/ყოველკვირეული რეპორტინგი;
  • კლიენტების შოურუმში გადამისამართება ან შეკვეთების ადგილზე მიღება და შემდგომი კოორდინაცია.

 ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • გაყიდვების ან ველზე (Field Sales) მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო/ტექნიკურ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • გათბობა-გაგრილებისა და სანტექნიკის პროდუქციის ზოგადი ცოდნა;
  • ველზე (ობიექტებზე) ინტენსიური გადაადგილებისა და მუშაობის მზაობა;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია) — აუცილებელი;
  • საკუთარი ავტომობილი სასურველია;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • საბაზისო კომპიუტერული უნარები (სმარტფონით/ტაბლეტით CRM-ში მონაცემების შესაყვანად).MS Office და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

ძირითადი პიროვნული და პროფესიული უნარები:


  • კომუნიკაბელურობა;
  • მაღალი ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და თვითდისციპლინა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და მარშრუტის/დროის სწორად დაგეგმვის უნარი;
  • შედეგზე და ბონუსების მაქსიმიზაციაზე ორიენტირებულობა;

რას გთავაზობთ?


  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ კვებას; 
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; 
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს; 
  • მუშაობას 14-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაში.

სამუშაო პირობები:


  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. 108; 
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე; 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი, (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით);

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის?


გამოგვიგზავნე  რეზიუმე


განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2026


გელოდებით „თერმოინდუსტრიის“ გუნდში!


პერსონალური მონაცემების დაცვა


აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე:

hr@thermoindustria.com

შპს „თერმოინდუსტრია“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Location
108 აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი 0159, საქართველო
31 August - 30 September