standart

პროექტების მართვის მენეჯერის თანაშემწე (სააფთიაქო პროექტები)

02 სექტემბერი - 02 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის მენეჯერის თანაშემწის (სააფთიაქო პროექტები) პოზიციაზე.


პოზიციის შესახებ


პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელსაც აქვს პროექტების მართვის, მარკეტინგის, გაყიდვების ან ადმინისტრაციული კოორდინაციის მიმართულებით მიღებული საწყისი გამოცდილება და სურს პროფესიული განვითარება პროექტების მართვის მიმართულებით.

სამუშაო გულისხმობს პროექტების მენეჯერის მხარდაჭერას სააფთიაქო ქსელში ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებული პროექტების დაგეგმვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის პროცესში.


ძირითადი მოვალეობები:


  • პროექტების მენეჯერის მხარდაჭერა სააფთიაქო პროექტების დაგეგმვის, ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში;
  • პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და მიმდინარე სტატუსების განახლება;
  • პროექტის მენეჯერის დავალების შესაბამისად პარტნიორ კომპანიებთან, აფთიაქებთან და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია;
  • აფთიაქებში ვიზიტების განხორციელება და პროექტთან დაკავშირებული საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების ადგილზე კოორდინაციაში მონაწილეობა;
  • შესრულებული სამუშაოებისა და პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგში მონაწილეობა;
  • მიმდინარე საკითხების, ვადებისა და შეთანხმებული დავალებების კონტროლი;
  • პროექტთან დაკავშირებული შეხვედრების, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • პროექტის მენეჯერისთვის მიმდინარე სტატუსებისა და საკითხების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება;
  • ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაციაში მონაწილეობა;
  • პროექტების ფარგლებში სხვადასხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის, მარკეტინგის, გაყიდვების, ადმინისტრაციული კოორდინაციის ან მსგავს მიმართულებაში;
  • პროექტების მართვის მიმართულებით პროფესიული განვითარების სურვილი;
  • ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
  • რუსული ენის ცოდნა - A2 დონე;
  • MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა.

საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები:


  • ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
  • დავალებებისა და ვადების კონტროლის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • რამდენიმე მიმდინარე ამოცანის პრიორიტეტების მიხედვით მართვის უნარი;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 18.09.2026.


ტელ.: 2 506 506 (შიდა ნომერი 1566); 5 97 002 987


აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/PFV35eE6C5

 

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

სოციალური ქსელები
02 სექტემბერი - 02 ოქტომბერი