სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.
ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ - ექსპედიტორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 2500 ლარიდან
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 511 126 210 ან 591 030 586. ან შეავსოთ ვაკანსიის ფორმა : Google Forms – განაცხადის ფორმა
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.