შეუერთდი JOMA-სა და sbmstore-ის გუნდს!
თუ ადამიანებთან ურთიერთობა გიყვარს და აქტიურ გარემოში მუშაობა მოგწონს, შენ გეძებთ! ჩვენს ფილიალებში გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიაა.
აირჩიე შენი ლოკაცია
ისთ ფოინთი და თბილისი მოლი: 2 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე - კვირაში 40 საათი.
ვაკე და დინამო: კვირაში 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე.
რას გთავაზობთ?
ფიქსირებული ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი, ჯამში საშუალოდ 1,200–1,500 ლარი;
კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
1-თვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი - 1,000 ლარი.
ჩვენ გეძებთ შენ თუ:
ადამიანებთან საერთო ენას მარტივად პოულობ;
ენერგიული ხარ და საქმეში ხალისით ერთვები;
ინგლისური სასაუბრო დონეზე იცი;
გუნდურად მუშაობა და კოლეგების დახმარება მოგწონს;
მომხმარებელს ყურადღებით უსმენ და მის საჭიროებებს ითვალისწინებ;
ახალს სწრაფად ითვისებ და განვითარების სურვილი გაქვს;
საქმეს პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად უდგები.
როგორი იქნება შენი სამუშაო დღე:
შეხვდები მომხმარებლებს და დაეხმარები სასურველი პროდუქციის შერჩევასა და შეძენაში;
კარგად გაიცნობ ჩვენს ასორტიმენტს, რომ კითხვებს დამაჯერებლად უპასუხო;
იზრუნებ პროდუქციის განლაგებასა და მაღაზიის მოწესრიგებაზე;
გაყიდვებს პროგრამაში გაატარებ;
მენეჯერის მითითებების მიხედვით ყოველდღიურ საქმეებში ჩაერთვები;
გუნდთან ერთად მიიღებ ახალ კოლექციას - სიახლეებს ერთ-ერთი პირველი გაეცნობი!
გამოგვიგზავნე რეზიუმე და აუცილებლად მიუთითე, რომელ ფილიალში გსურს მუშაობა.
წარმატებები!