standart

მიღება განთავსების დეპარტამენტის მენეჯერი

15 სექტემბერი - 15 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
33 მემედ აბაშიძის გამზირი, ბათუმი
₾
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სამუშაო განაკვეთი: სრული
სასტუმროს მიღება განთავსების დეპარტამენტის  მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

  • მიღება-განთავსების დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
  • სტუმრების მიღების, რეგისტრაციის, განთავსებისა და გაწერის პროცესების კონტროლი;
  • სტუმრების მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
  • სტუმრების მოთხოვნებისა და საჩივრების დროული და ეფექტური მართვა;
  • დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
  • სამუშაო გრაფიკებისა და ცვლების დაგეგმვა;
  • სასტუმროს შიდა სტანდარტებისა და პროცედურების შესრულების კონტროლი;
  • სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • ჯავშნების, ოთახების სტატუსისა და ხელმისაწვდომობის კონტროლი;
  • PMS სისტემაში მონაცემების სისწორისა და ინფორმაციის დროული განახლების კონტროლი;
  • ყოველდღიური ოპერაციული და საჭიროების შემთხვევაში ფინანსური ანგარიშების მომზადება;
  • დეპარტამენტის მუშაობის ეფექტიანობისა და სტუმრების კმაყოფილების მონიტორინგი;
  • კონფლიქტური სიტუაციების პროფესიულად მართვა;
  • ახალი თანამშრომლების შერჩევის, გადამზადებისა და ადაპტაციის პროცესში მონაწილეობა.
პროფესიული მოთხოვნები:

  • Front Office-ის სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
  • თანამშრომლებისთვის დავალებების გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი;
  • მომსახურების ხარისხის სტანდარტების დანერგვა და კონტროლი;
  • სტუმრების უკუკავშირის ანალიზი და მომსახურების გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა;
  • დეპარტამენტის KPI-ების მონიტორინგი და შედეგების შეფასება;
  • სასტუმროს დატვირთვის, ოთახების ხელმისაწვდომობისა და ოპერაციული პროცესების კონტროლი;
  • პრობლემური შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
  • დეპარტამენტის საჭიროებების შესახებ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიწოდება;
  • კომპანიის შიდა რეგულაციების, უსაფრთხოების წესებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.
პერსონალური მოთხოვნები:

  • პრეზენტაბელური გარეგნობა;
  • სერვისის უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა და გაცნობიერება;
  • მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები;
  • კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
  • პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • ენერგიული და მოტივირებული, თავაზიანი ღიმილით;
სამუშაო პირობები:

  • ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • სამუშაო გრაფიკი:  კვირაში 5 დღე , 9 საათიან ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა. შესვენება 1 საათი.
სტრესულ სიტუაციაში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი. 
მისამართი
33 მემედ აბაშიძის გამზირი, ბათუმი 6000, საქართველო
15 სექტემბერი - 15 ოქტომბერი