standart

კონსულტანტი

16 სექტემბერი - 16 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
₾
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კომპანია ICITY • აისითი არის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და სტაბილური მულტიბრენდული ტექნიკის საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც უკვე 11 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.


კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ოფიციალურ, ავტორიზებულ პროდუქციას ისეთი გლობალური ბრენდებისგან, როგორებიცაა: Apple, Dyson, Sony, Bang & Olufsen, Xiaomi, Marshall, JBL, Beats, Honor და სხვა.

 

მაღაზიათა ქსელი „icity” აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.


პირობები:


  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, არაუმეტეს კვირაში 40 საათისა.
  • ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი 1000 ლარიდან
  • კორპორატიული დაზღვევა;
  • მუშაობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობა დინამიურად განვითარებად კომპანიაში;
  • შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი გუნდის ნაწილი, რომელიც ქმნის საუკეთესო მომხმარებლის გამოცდილებას!
  • ლოკაცია: ჭავჭავაძის გამზირი, პეკინის გამზირი.

თვისებები:


  • ენერგიული და აქტიური, გუნდური მუშაობის უნარი.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.  
  • Apple-ის პროდუქციის ცოდნა.
  • მსგავს სფეროში მიშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • გამართული მეტყველების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით.


თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


კატეგორია
გაყიდვები
მისამართი
13 პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
16 სექტემბერი - 16 ოქტომბერი