standart

მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

16 October - 21 October
Details
Address
13 პეკინის გამზირი, თბილისი
₾
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

კომპანია ICITY • აისითი არის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და სტაბილური მულტიბრენდული ტექნიკის საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც უკვე 11 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.


კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ოფიციალურ, ავტორიზებულ პროდუქციას ისეთი გლობალური ბრენდებისგან, როგორებიცაა: Apple, Dyson, Sony, Xiaomi, Marshall, JBL, Beats, Honor და სხვა.

 

         მაღაზიათა ქსელი „icity” აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის  სპეციალისტის პოზიციაზე.


პირობები:


  • სამუშაო გრაფიკი - 10:00 – 19:00
  • სამუშაო დღეები: - კვირაში 5 დღე
  • კარიერული წინსვლის პერსპექტივა.
  • კორპორატიული დაზღვევა.
  • მეგობრული გუნდი, მხარდაჭერა და განვითარება.
  • ხელფასი: ფიქსირებული
  • სამუშაო ადგილი: საბურთალო.

მოვალეობები:


  • კლიენტებთან მრავალარხიანი(Omni-Channel) კომუნიკაცია: ზარები, ჩატები, ელ. ფოსტა, სოციალური ქსელები
  • მომხმარებლების სრულყოფილი კონსულტაცია, პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია.
  • უარყოფითი უკუკავშირის ეფექტურად დამუშავება და ბრენდის პოზიტიური იმიჯის შენარჩუნება;
  • ხშირად დასმული კითხვების  მომზადება პროდუქციის შესახებ.
  • მომხმარებელთა კითხვების საფუძველზე AI ასისტენტის პასუხების გაუმჯობესება;
  • მომხმარებელთა მიმართვებისა და განმეორებითი პრობლემების ანალიზსში მონაწილეობა;
  • მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების რეკომენდაციების წარდგენა.

თვისებები:


  •  ენერგიული და აქტიური, გუნდური მუშაობის უნარი.
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  •  სასურველია Apple-ის პროდუქციის ცოდნა.
  •  მსგავს სფეროში მიშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  •  გამართული მეტყველების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით .


თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 1 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


Category
Sales
Location
13 პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
16 October - 21 October