standart

მზარეული

28 სექტემბერი - 28 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
31 აბაშიძის ქუჩა, თბილისი
₾
ხელფასი
1300-2500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

იტალიური რესტორანი “Alfredo” ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს სამზარეულოს გუნდისთვის.


თუ გიყვარს სამზარეულო, გინდა ახალი უნარების სწავლა და პროფესიულად განვითარება, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!

 

ფუნქცია მოვალეობები:


  • პროდუქტების მომზადება, დაჭრა და შეფ-მზარეულისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება;
  • შეფ-მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში;
  • სამზარეულოში ყოველდღიური სამუშაო პროცესების მხარდაჭერა;
  • პროდუქტების სწორად განთავსება და შენახვის წესების დაცვა;
  • სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება;
  • საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა;
  • შეფ-მზარეულისა და გუნდის სხვა წევრების ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა დამხმარე სამუშაოების შესრულება სამზარეულოში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • მონდომება და სწავლის სურვილი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;

ჩვენ გთავაზობთ:


  • ანაზღაურება: 1,300–2,500 ₾ თვეში 
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •  უფასო კვება სამუშაო საათებში;
  •  ტრანსპორტირება
  •  პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  •  მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო.

ენები: ქართული, ინგლისური(საბაზისო დონე)


გთხოვთ შეავსოთ ინფორმაცია ბმულზე: https://forms.gle/5G6GEXVEsQnupnuG7 ან გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.

 

კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის. შერჩევის პროცესი ეფუძნება მხოლოდ პროფესიულ კვალიფიკაციას, გამოცდილებასა და კომპეტენციებს. დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა დაუშვებელია.

მისამართი
31 აბაშიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
28 სექტემბერი - 28 ოქტომბერი