პრემიუმ +

მოთხოვნის პროგნოზირებისა და მარაგების დაგეგმვის მენეჯერი

02 ოქტომბერი - 28 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
₾
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

პოზიციის მიზანი


პოზიციის მიზანია გაყიდვების ისტორიის, სეზონურობის, პრომო აქტივობებისა და მიმდინარე ნაშთების ანალიზის საფუძველზე ზუსტი მოთხოვნის პროგნოზის შექმნა და მარაგების შევსების (replenishment) პროცესის მართვა.


შედეგად, პროდუქცია უნდა იყოს სწორ დროს, სწორ რაოდენობასა და სწორ ლოკაციაზე (საწყობი / მაღაზია) — Out of Stock-ისა და ჭარბი მარაგის ერთდროული მინიმიზაციით.


ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:


  • მოთხოვნის პროგნოზირება
  • გაყიდვების ისტორიული მონაცემების, სეზონურობისა და ტრენდების ანალიზი; SKU / კატეგორიის / ლოკაციის დონეზე პროგნოზის ფორმირება და პერიოდული განახლება.
  • პრომო აქტივობების, ახალი პროდუქტების და ასორტიმენტის ცვლილებების გათვალისწინება მოთხოვნის გეგმაში.
  • მოთხოვნის გეგმის შესაბამისობაში მოყვანა გაყიდვების გეგმასთან; პროგნოზის სიზუსტისა და გადახრების ანალიზი.
  • ყოველთვიური მოთხოვნა–მიწოდების (S&OP) შეხვედრებისთვის მასალების მომზადება.

მარაგების შევსება და შეკვეთები:


  • როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შეკვეთების კალკულაცია, დროული და ზუსტი მომზადება.
  • საერთაშორისო შეკვეთებზე: შეკვეთის წინადადების (რა, რამდენი, როდის) მომზადება და შეთანხმება იმპორტის მენეჯერთან. მომწოდებლებთან პირობები, საბაჟო და ტრანსპორტირება იმპორტის მენეჯერის პასუხისმგებლობაა.
  • ოპტიმალური მარაგის პარამეტრების განსაზღვრა და განახლება (safety stock, min/max), დადასტურებული მიწოდების ვადების გათვალისწინებით.
  • შეკვეთის მოცულობის, პერიოდულობისა და ლოგისტიკური ეფექტიანობის ოპტიმიზაცია, რაც გავლენას ახდენს პროდუქციის თვითღირებულებაზე.
  • საწყობებსა და მაღაზიებს შორის განაწილებისა და გადანაწილების გეგმის კოორდინაცია ლოგისტიკასთან.

ნაშთების მართვა:


  • ნაშთების ყოველთვიური რეპორტის წარმოება და ანალიზი, როგორც რაოდენობრივ, ისე ღირებულებით ჭრილში.
  • Out of Stock-ის, ჭარბი, მოკლევადიანი, ნელბრუნვადი და არალიკვიდური მარაგების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და რეალიზაციის რეკომენდაციების მომზადება. გადაწყვეტილებას ფასდაკლებისა და ჩამოწერის შესახებ იღებს კომერციული ფუნქცია.
  • მარაგების ბრუნვადობის მონიტორინგი.

რეპორტინგი და პროცესები:


  • დროული და ზუსტი რეპორტინგი კომერციული დირექტორისთვის: მარაგები, OOS, ბრუნვადობა, პროგნოზის სიზუსტე.
  • დაგეგმვის პროცესების სტანდარტიზაცია და დოკუმენტირება.

თანამშრომლობა:


  • ერთობლივი მუშაობა კომერციულ, გაყიდვების, ლოგისტიკისა და ფინანსების გუნდებთან, ასევე იმპორტის მენეჯერთან.
შესრულების ძირითადი მაჩვენებლები (KPI-ები):


  • სამიზნე მაჩვენებლები განისაზღვრება კომპანიის ამჟამინდელი ბაზისის მიხედვით; ქვემოთ მოცემულია KPI-ები და გაზომვის ლოგიკა.

KPI

რას ზომავს

გაზომვის პერიოდი

Out of Stock (OOS) დონე

SKU-ების წილი, რომელთაც ნაშთი არ აქვთ (მაღაზია / საწყობი)

ყოველკვირეული

ჭარბი და ნელბრუნვადი მარაგი

მარაგის წილი, რომელიც აღემატება ნაშთის რაოდენობის ნორმატივს

ყოველთვიური

არალიკვიდური და ვადაგადაცილებული ნაშთი

ჩამოწერის რისკის ქვეშ მყოფი მარაგის ღირებულება / წილი

ყოველთვიური

პროგნოზის სიზუსტე (Forecast Accuracy / Bias)

გაყიდვების ფაქტისა და პროგნოზის გადახრა

ყოველთვიური

შეკვეთების სიზუსტე და დროულობა

შეკვეთები, რომლებიც არ საჭიროებდა კორექტირებას; მიწოდების დისციპლინა (OTIF)

ყოველთვიური

მარაგების ბრუნვადობა

Inventory turnover / დღეები მარაგში

ყოველთვიური

თვითღირებულებაზე გავლენა

ოპტიმალური შესყიდვები: შეკვეთის მოცულობა, პერიოდულობა, ლოგისტიკური ეფექტიანობა

კვარტალური

რეპორტინგის დროულობა და სიზუსტე

რეპორტების ვადაზე წარდგენა, შეცდომების რაოდენობა

ყოველთვიური


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ვის ვეძებთ:

  • ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელია პროგნოზისა და მარაგის შედეგზე: მუშაობდა ფართო ასორტიმენტთან (SKU), აზროვნებს რიცხვებით, მაგრამ ესმის კომერციული კონტექსტი — პრომო, სეზონურობა, ახალი პროდუქტი — და შეუძლია გუნდებთან შეთანხმება. კონკრეტული ინდუსტრია ან ფუნქცია გადამწყვეტი არ არის: დაგეგმვა შესაძლოა ყოფილიყო კომერციულ, გაყიდვების ან მიწოდების ჯაჭვის ფუნქციაში.
აუცილებელი გამოცდილება:

  • მინიმუმ 3–5 წელი მოთხოვნის დაგეგმვის, გაყიდვების პროგნოზირების ან მარაგების მართვის მიმართულებით (მათ შორის კომერციულ ან პროდუქტის მენეჯმენტის ფუნქციაში, თუ დაგეგმვა მისი ნაწილი იყო).
  • დიდი ასორტიმენტის (SKU) მართვა და პირადი პასუხისმგებლობა პროგნოზზე და მარაგის მაჩვენებლებზე (OOS, ჭარბი მარაგი, ბრუნვადობა).
უპირატესობა:

  • FMCG სექტორის გამოცდილება.
  • Retail-ის გამოცდილება; განვიხილავთ დისტრიბუტორი კომპანიების კანდიდატებსაც.
  • 500+ აქტიური SKU-ს მართვის გამოცდილება მრავალ ლოკაციაზე ან არხზე — მნიშვნელოვანი პლიუსია.
  • პრომო და ახალი პროდუქტების დაგეგმვის გამოცდილება.
განათლება:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოგისტიკის ან მონათესავე მიმართულებით.
ტექნიკური უნარები:

  • აუცილებელი
  • Advanced Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა: ფორმულები, Pivot, დიდი მონაცემების დამუშავება და რეპორტინგი. მუშაობა ძირითადად Excel-ში მიმდინარეობს.
  • ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება: მონაცემების (ნაშთები, გაყიდვები, შეკვეთები) ექსპორტი-იმპორტი.
  • ინგლისური ენის ფლობა.
უპირატესობა:

  • 1C-სთან მუშაობის გამოცდილება.
  • BI ხელსაწყოები (Power BI ან მსგავსი), Power Query.
პიროვნული და პროფესიული კომპეტენციები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, ძლიერი მათემატიკური უნარები.
  • პასუხისმგებლობა შედეგზე: პროგნოზის გადახრებზე პასუხის აღება და მათგან სწავლა.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მონაცემთა სიზუსტე.
  • კონცენტრირებული მუშაობა მონაცემებზე, ამოცანების პრიორიტეტიზაცია და დროის დაგეგმვა.
  • საკუთარი პოზიციის არგუმენტირებული დაცვა კომერციულ და გაყიდვების გუნდებთან, როცა მათი მოთხოვნა მარაგის მიზნებს ეწინააღმდეგება.
  • პროაქტიულობა: რისკების (OOS, ჭარბი მარაგი) წინასწარ დანახვა.
ანგარიშვალდებულება და ურთიერთობები:

  • ანგარიშვალდებულია: კომერციული დირექტორის წინაშე.
  • როლის ტიპი: ინდივიდუალური კონტრიბუტორი, ამ ეტაპზე დაქვემდებარებაში თანამშრომლები არ ჰყავს.
  • შიდა პარტნიორები: იმპორტის მენეჯერი, კომერციული და გაყიდვების გუნდები, ლოგისტიკა და საწყობი, ფინანსები.



სლოგანი
ყველაფერი შენი შინაური ცხოველისთვის
სოციალური ქსელები
02 ოქტომბერი - 28 ოქტომბერი