პრემიუმი

AML ოფიცრის

02 ოქტომბერი - 01 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
ბათუმი
₾
ხელფასი
2500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

მისო ბერმელი / Bermeli აცხადებს ვაკანსიას AML ოფიცრის პოზიციაზე ქ. ბათუმში.


ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:


  • შიდა პროცესების, პოლიტიკების, დოკუმენტების და პროდუქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და აქტიური ურთიერთობა ნორმატიულ საკითხებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
  • საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციის დამუშავება, რისკის შეფასება;
  • კომპანიის კლიენტის (მათ შორის ერთჯერადი გარიგების დამდები პირის) იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის სათანადოდ შესრულების კონტროლი;
  • მომატებული რისკის კლიენტების მიმართ გასატარებელი შესაბამისი CDD/EDD ღონისძიებების გატარება;
  • ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
  • ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან;
  • რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად;

ძირითადი მოთხოვნები:


  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel");

პიროვნული თვისებები:


  • პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
  • პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.

ანაზღაურება: 2500 ლარი (GROSS)


ჩვენ გთავაზობთ:


  • სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ლინკს: https://bermeli.selfrecruit.ge/s/lHu0C


02 ოქტომბერი - 01 ნოემბერი