პრემიუმი
ტექნიკური სამსახურის ჯგუფის უფროსი
05 ოქტომბერი - 04 ნოემბერი
CV-ს გაგზავნა
დეტალები
მისამართი
9 ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა, თბილისი
₾
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
გამოცდილება
3-5 წელი
უნარები
B კატეგორიის მართვის მოწმობა
ვაკანსიის აღწერა
უსაფრთხოების კომპანია
G4S
აცხადებს ვაკანსიას – ტექნიკური
სამსახურის ჯგუფის უფროსის
პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ტექნიკური ინჟინრებისა და ტექნიკოსების სამუშაო პროცესის მართვა და კონტროლი;
სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
ობიექტების ტექნიკური ინსპექტირება და ხარისხის კონტროლი;
პროექტების განხორციელების ვადებისა და ტექნიკური სტანდარტების კონტროლი;
ტექნიკური დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება;
მარაგებისა და ტექნიკური რესურსების კონტროლი;
კლიენტებთან ტექნიკური კომუნიკაცია და პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტა;
სხვა მენეჯერული და ტექნიკური ფუნქცია-მოვალეობების შესრულება კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი ტექნიკური განათლება;
უსაფრთხოების სისტემების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (აუცილებელია);
CCTV, სიგნალიზაციის, დაშვების კონტროლისა და სახანძრო სისტემების სიღრმისეული ცოდნა;
გუნდის მართვისა და პროექტების კოორდინაციის უნარი;
ანალიტიკური აზროვნება და ორგანიზაციული უნარები;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულო)
სამუშაო საათები:
10:00 - 19:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
სახელფასო განაკვეთი:
შეთანხმებით
(კანდიდატის სამუშაო და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე განიხილება მაღალი სახელფასო განაკვეთიც)
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე (აუცილებლად ფოტო სურათით, სხვა შემთხვევაში არ განიხილება)
დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ ინფორმაცია.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 ნოემბერი, 2026
უსაფრთხოების კომპანია G4S
მისამართი
9 ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
კომპანიის შესახებ
05 ოქტომბერი - 04 ნოემბერი
CV-ს გაგზავნა