პრემიუმი

დისპეჩერი

06 ოქტომბერი - 05 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
სანდრო ეულის ქუჩა, თბილისი
₾
ხელფასი
1800-2500 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

EuroTrans-ში ვეძებთ ინგლისურენოვან დისპეტჩერს!


გინდა დაიწყო კარიერა ლოჯისტიკის სფეროში, ისწავლო ახალი პროფესია და იმუშაო საერთაშორისო გარემოში? მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა! 🇬🇧


გამოცდილება აუცილებელი არ არის — ყველაფერს ადგილზე გასწავლით.


რას ვითხოვთ?


  • ინგლისური ენის ცოდნა A2–B2 დონეზე;

  • ინგლისურად საუბრისა და მოსმენის უნარი;

  • კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება;

  • კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;

  • სწავლისა და განვითარების სურვილი.

B2 და უფრო მაღალი დონის ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად.


რას გააკეთებ?


  • ინგლისურენოვან კლიენტებთან კომუნიკაცია;

  • მძღოლებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება;

  • სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;

  • სატვირთო ავტომობილების გადაადგილებისა და ტვირთის სტატუსის კონტროლი;

  • შეკვეთების მიღება და დამუშავება;

  • ინფორმაციის სისტემაში შეყვანა;

  • სატრანსპორტო დოკუმენტაციის კონტროლი;

  • წარმოქმნილი საკითხების დროული იდენტიფიცირება და მოგვარებაში მონაწილეობა.

რას გთავაზობთ?


  • სრულად გადამზადებას სამუშაოს სპეციფიკაში
  • ინგლისურენოვან სამუშაო გარემოს
  • სტაბილურ სამსახურს
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • ხელფასი: 1800–2500 ლარი + საბონუსე სისტემა
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

სამუშაო პირობები:


ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: 12:00–21:00
გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1800–2500 ლარი + საბონუსე სისტემა
პოზიცია: ინგლისურენოვანი დისპეტჩერი


ვის ვეძებთ?


თუ ხარ მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და გინდა ლოჯისტიკის სფეროში ახალი პროფესიის სწავლა და განვითარება, გამოგვიგზავნე შენი CV.


შემოგვიერთდი EuroTrans-ის გუნდში და დაიწყე კარიერა საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში!


მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

კატეგორია
მომხმარებელთან ურთიერთობები
საბანკო-საფინანსო
ბიზნეს-კონსულტაცია
კონსულტაცია
მონაცემთა ანალიზი
ფინანსური ინსტიტუტი
06 ოქტომბერი - 05 ნოემბერი