EuroTrans-ში ვეძებთ გერმანულენოვან დისპეტჩერს!
გსურს დაიწყო კარიერა ლოჯისტიკის სფეროში, ისწავლო ახალი პროფესია და იმუშაო საერთაშორისო გარემოში? 🇩🇪 მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!
გამოცდილება აუცილებელი არ არის — ყველაფერს ადგილზე გასწავლით.
რას ვითხოვთ?
გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ A2–B2 დონეზე;
გერმანულად საუბრისა და მოსმენის კარგი უნარები;
კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
სწავლისა და განვითარების სურვილი.
B2 და უფრო მაღალი დონის გერმანული ჩაითვლება უპირატესობად.
რას გააკეთებ?
გერმანულენოვან კლიენტებთან კომუნიკაცია;
მძღოლებთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;
სატვირთო ავტომობილების გადაადგილებისა და ტვირთის სტატუსის კონტროლი;
შეკვეთების მიღება და დამუშავება;
ინფორმაციის შესაბამის სისტემაში შეყვანა;
სატრანსპორტო დოკუმენტაციის კონტროლი;
წარმოქმნილი საკითხების დროული იდენტიფიცირება და მათ მოგვარებაში მონაწილეობა.
რას გთავაზობთ?
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: 12:00–21:00
გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2500–3000 ლარი + საბონუსე სისტემა
პოზიცია: გერმანულენოვანი დისპეტჩერი
ვის ვეძებთ?
თუ ხარ მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და გინდა ლოჯისტიკის სფეროში ახალი პროფესიის სწავლა და განვითარება, გამოგვიგზავნე შენი CV.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.