„ორკინი საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და სტრატეგიული უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე კომერციული მომსახურების დარგში. შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით.
„ორკინი საქართველო“ (www.orkin.ge) (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International, რომელიც მსოფლიოს 65 ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).
პირობები და სხვა დეტალები:
გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 71 (ვაჟა-ფშაველას მეტროდან 2 წუთის სავალზე)
ანაზღაურება: გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი
ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი ბენეფიტებით
როლი და პასუხისმგებლობები:
შესყიდვების სრული ციკლის მართვა და კონტროლი (შესყიდვების სრული ციკლის დაგეგმვა, უცხოელ და ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ფასთა შედარება; შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი, ბუღალტერიასთან შეთანხმებული ფორმატით დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიწოდება)
კომპანიის შიდა პროგრამაში ახალი პროდუქციის დარეგისტრირება
მარაგების მართვა და პროგნოზირება;
ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია წელიწადში 1-ჯერ
მანქანის გაყიდვისთვის მოსამზადებელი პროცედურები, როგორიც არის ჯი პი ეს-ის მოხსნა, სტიკერების მოშორების უზრუნველყოფა, დაზღვევის გაუქმება
მანქანის შესყიდვის შემდგომი უზრუნველყოფის საკითხები, როგორიც არის დაზღვევა, გასტიკერება, ჯიპიესის დამონტაჟება, პარკირების კამერის დაყენება
მანქანების პერიოდული გასტიკერება საჭიროებისამებრ
კომპანიის საჭიროებისამებრ საოპერაციო ლიზინგის გაფორმება
სეზონურობის მიხედვით უნიფორმის რეპორტების განახლება; ზომების გამოკითხვა, რეპორტის აწყობა, შეკვეთის გაცემა/მიღება
ლოჯისტიკა და იმპორტი (ტრანსპორტირების, საბაჟო და იმპორტის პროცესების მართვა; საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სისწორისა და დროულად მიწოდებაზე პასუხისმგებლობა)
საჭიროებისამებ შიდა ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და მართვა
კომპანიის საჭიროებების მიხევით დაზღვევებზე მუშაობა, საუკეთესო შეთავაზებების მოპოვება, შედარება, ხელშეკრულების გაფორმება და ვადის გასვლის კონტროლი
ქიმიკატების ნუსხის წარმოება, შესაბამისი დოკუმენტაციის მოპოვება, შენახვა და გაზიარება შესაბამის დეპარტამენტებთან
ახალი პროდუქტების საჭიროებისამებრ რეგისტრაციის პროცესის მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია, უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ლოგისტიკის ან შესაბამისი მიმართულებით;
საოფისე-ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება
მრავალფეროვანი სამუშაო პროცესების მართვის უნარი
აუცილებელია წერილობითი და ზეპირი კორესპონდენციის კარგი უნარი
სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
აუცილებელია MS Office პროგრამების ცოდნა მინიმუმ საბაზისო დონეზე ცოდნა
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!