standart

მზარეული

12 October - 11 November
Details
Address
ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, თბილისი
₾
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
On-site
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Experience
1-2 years
Education
Other
Department
Operations

Vacancy description

2025 წლის გაზაფხულზე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი რესტორანი - Brod გაიხსნა. პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, Wilbour Holding ახორციელებს.

Brod-ის სამზარეულოში ვეძებთ ახალ წევრებს, მზარეულის პოზიციაზე.

ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, დასავლური სტანდარტების შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ობიექტის მენიუებში არსებული კერძების მომზადება, უშუალო ხელმძღვანელის/შეფ-მზარეულის დახმარება კერძების მომზადებაში, რეცეპტებისა და ობიექტზე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
  • სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით
  • მარაგების მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის, საჭიროებისამებრ
  • სასაწყობე პროდუქტების მიღება და სწორად განთავსება
  • სამუშაო გარემოს ეფექტურად და ორგანიზებულად შენარჩუნება
  • სამზარეულოს მოწყობილობების უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება
  • ეფექტური თანამშრომლობა სასტუმროს/რესტორნის გუნდთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
  • ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
  • უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსეთ აღნიშნული ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1UZxUaoH6xTqnBYoo7esb3v2XOerQ0Mddxa6PeunEeIM/edit

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
Category
HORECA
Location
ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
12 October - 11 November