პრემიუმი

რეკრუტერი

13 ოქტომბერი - 12 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
₾
ხელფასი
1800 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
16:00 - 01:00

ვაკანსიის აღწერა

MTG აცხადებს ვაკანსიას რეკრუტერის პოზიციაზე.

2019 წლიდან ჩვენი კომპანია აქტიურად ვითარდება აშშ-ის ბაზარზე, მუდმივად იზრდება და ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან გუნდის წევრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლების, ასევე თანამშრომლების კმაყოფილება, რაც ქმნის კარგ სამუშაო გარემოს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი – პარასკევი
სამუშაო საათები: 16:00 – 01:00
ხელფასი: 1800 ლარი ფიქსირებული + საბონუსე სისტემა

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • კომუნიკაცია უცხოელ კანდიდატებთან და მომხმარებლებთან;
  • აქტიური წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაცია;
  • კანდიდატების მოძიება და შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
  • კანდიდატებთან შემდგომი კომუნიკაცია და ინფორმაციის განახლება;
  • რეკრუტინგის პროცესთან დაკავშირებული ყოველდღიური დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე — საუბარი, წერა და კითხვა;
  • ზოგადი კომპიუტერული ცოდნა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • გამოცდილება რეკრუტინგის ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
თვისებები, რომლებსაც ჩვენ ვეძებთ:

  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

13 ოქტომბერი - 12 ნოემბერი