პოზიცია: მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი (მოლარე-ოპერატორი)
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №11
სამუშაო განაკვეთი: სრული ან ნახევარი განაკვეთი
დასაქმების ფორმა: ვადიანი შრომითი ხელშეკრულება
მომხმარებელთა მიღება, კონსულტაცია და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
ამანათების მიღება, იდენტიფიცირება და ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია;
ამანათების მონაცემების სწორად შეყვანა და შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისტემაში ასახვა;
ამანათების გაცემა და შესაბამისი ოპერაციების სისტემაში აღრიცხვა;
სალარო ოპერაციების წარმოება და ფინანსური აღრიცხვის სიზუსტის უზრუნველყოფა;
მომხმარებელთა შეკითხვებზე რეაგირება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
კომპანიის შიდა პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
გამართული კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
გუნდური მუშაობის უნარი;
კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
ახალი პროგრამებისა და სამუშაო პროცესების სწრაფად ათვისების უნარი;
სტრესულ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.
სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
სრული ან ნახევარი განაკვეთით დასაქმების შესაძლებლობას;
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
თანამედროვე საოპერაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას;
მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო განაკვეთი:
მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი — სრული განაკვეთი
მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი — ნახევარი განაკვეთი
შემოუერთდი GFLEX-ის გუნდს და განვითარდი ჩვენთან ერთად!