პრემიუმი

გაყიდვების მენეჯერი (B2B) | Geo Smart Box

20 ოქტომბერი - 19 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
₾
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

გაყიდვების მენეჯერი (B2B) | Geo Smart Box


Geo Smart Box (GSB) არის სარეკლამო ეკრანების ქსელი Fresco-სა და Goodwill-ის მაღაზიებში. ჩვენ ბრენდებს მყიდველთან პირდაპირ, შეძენის გადაწყვეტილების მომენტში ვაკავშირებთ. ვეძებთ ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გუნდთან ერთად გააფართოებს კლიენტების ბაზას და განავითარებს გაყიდვებს.


რას გააკეთებ:


  • მოიძიებ პოტენციურ კლიენტებს (ბრენდები, სარეკლამო სააგენტოები) და დაამყარებ მათთან ურთიერთობას
  • გამართავ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს, შესთავაზებ სარეკლამო პაკეტებს
  • წარმართავ მოლაპარაკებებს და გააფორმებ ხელშეკრულებებს
  • შეინარჩუნებ და გაამყარებ ურთიერთობას არსებულ კლიენტებთან
  • აწარმოებ გაყიდვების აღრიცხვას და რეგულარულად წარადგენ ანგარიშს

რას ველით შენგან:


  • B2B გაყიდვების გამოცდილებას (სარეკლამო სფეროში გამოცდილება უპირატესობაა)

  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მაღალ უნარს

  • ქართული ენის სრულ ცოდნას; ინგლისური ან რუსული დამატებითი უპირატესობაა

  • თვითორგანიზებას, პასუხისმგებლობასა და მიზნებზე ორიენტირებულობას

  • Excel-ისა და CRM სისტემებთან მუშაობის საბაზისო ცოდნას

რას გთავაზობთ:


  • ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი გაყიდვებიდან (განისაზღვრება გამოცდილების გათვალისწინებით)

  • ზრდად და პერსპექტიულ სფეროში მუშაობას

  • გუნდში მუშაობას, სადაც შენი წვლილი პირდაპირ ჩანს შედეგში

  • პროფესიულ განვითარებას

როგორ განაცხადო:


დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV და მოკლე სამოტივაციო წერილი 


პატივისცემით,

Geo Smart Box-ის გუნდი


20 ოქტომბერი - 19 ნოემბერი