"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.
„აბანოთუბანი ჯგუფში“ ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატებს ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე:
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-17:00 სთ
ანაზღაურება: 1500₾ (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
ფუნქცია-მოვალეობები:
პროგრამა ორისში (ORIS) მუშაობა
საწყობების აღრიცხვა
პროდუქციის თვითღირებულებების აღწერები
სააღრიცხვო ჟურნალის კონტროლი
საბუღალტრო გატარებები
სხვა ბუღალტრული ოპერაციები დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალებით.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
ბუღალტრული პროგრამის ცოდნა (ORIS)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა
სასურველია სარესტორნო სფეროს სპეციფიკის ცოდნა.
უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
ჩვენთან დაგხვდებათ:
მზარდი ანაზღაურება,
სამედიცინო დაზღვევა,
Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა,
შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)