Premium

უძრავი ქონების აგენტი

21 October - 20 November
Details
Address
39 პეკინის გამზირი, თბილისი
₾
Salary
3000 ₾ + Bonus
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English, Русский
Experience
Not required
Education
Secondary education
Department
Sales
Skills
პასუხისმგებლიანი, Communication

Vacancy description

შემოუერთდი Ved House-ის გუნდს!

გინდა დაიწყო კარიერა უძრავი ქონების სფეროში, მიიღო მაღალი შემოსავლის შესაძლებლობა და პროფესიულად განვითარდე?

Ved House ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და ამბიციურ ადამიანებს უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

შემოსავალი: 2,000–15,000 + ლარი

შენი შემოსავალი პირდაპირ არის დამოკიდებული შენს შედეგებსა და აქტიურობაზე.

50%-იანი საკომისიო:

  • თითოეული წარმატებით დასრულებული გარიგებიდან მიიღებ 50%-იან საკომისიოს — მკაფიო და გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემით.
ნულოვანი ხარჯი:

  • სამუშაოს დასაწყებად არ გაქვს არანაირი დამატებითი ფინანსური ხარჯი. იწყებ ნულოვანი ხარჯით — შენი მთავარი ინვესტიცია შენი დრო, მონდომება და შედეგია.
საბონუსე სისტემა:

  • Ved House-ში შენი შრომა და შედეგი დამატებით ფასდება. გარდა საკომისიოსი, მოქმედებს დამატებითი საბონუსე სისტემებიც.
პირველი კლიენტები სააგენტოსგან:

  • Ved House-ში მუშაობის დაწყებისას პირველი კლიენტების მოძიება ნულიდან არ მოგიწევს — სააგენტო თავად მოგაწვდის დაინტერესებულ კლიენტებს, რათა თავიდანვე ჩაერთო რეალურ სამუშაო პროცესში.
  • ეს შესაძლებლობას მოგცემს სწრაფად მიიღო პრაქტიკული გამოცდილება, ისწავლო კლიენტთან სწორი კომუნიკაცია, მოთხოვნის დამუშავება, შესაბამისი უძრავი ქონების შერჩევა და ეტაპობრივად მიხვიდე შენს პირველ წარმატებულ გარიგებამდე.
პირადი მენტორი:

  • გეყოლება პირადი მენტორი, რათა თავიდანვე სწორად ჩამოაყალიბო სამუშაო სტილი და გახდე დამოუკიდებელი, ძლიერი და შედეგზე ორიენტირებული უძრავი ქონების აგენტი
კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა:

  • Ved House-ში აგენტის პოზიცია შეიძლება გახდეს შენი წარმატებული კარიერის პირველი ნაბიჯი — ძლიერი შედეგებითა და პროფესიული განვითარებით გეძლევა შესაძლებლობა ეტაპობრივად გაიზარდო, აიღო მეტი პასუხისმგებლობა და გადახვიდე უფრო მაღალ პოზიციებზე.
  •  დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობა
  • ჩვენი კომპანია თანამშრომლობს დეველოპერულ კომპანიებთან, რაც ჩვენს აგენტებს დამატებით შესაძლებლობებსა და მრავალფეროვან ობიექტებზე მუშაობის საშუალებას აძლევს.
საკუთარი ვებსაიტი

  • Ved House-ს აქვს საკუთარი ვებსაიტი, სადაც განთავსებულია უძრავი ქონების ობიექტები, რომელიც კლიენტებთან მუშაობის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.
Slogan
უძრავი ქონების სანდო პარტნიორი
Location
39 პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
21 October - 20 November