Premium +

1C პროგრამისტი / 1C Developer (Middle+/Senior)

28 October - 25 November
Details
Address
Tbilisi
₾
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

კომპანია: Zoomart

სამუშაო ადგილი: თბილისი

გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი; პარასკევს შემოკლებული დღე, 15:00 საათამდე

ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით


კომპანიის შესახებ:


Zoomart არის ცხოველთა საცალო ვაჭრობის ქსელი საქართველოში. ჩვენი ოპერაციები ეყრდნობა 1C-ზე აგებულ საცალო და სასაწყობე აღრიცხვის სისტემას და ვეძებთ ადამიანს, რომელიც ამ სისტემის ტექნიკურ განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.


პოზიციის შესახებ:


ვეძებთ გამოცდილ 1C პროგრამისტს (Middle+/Senior), რომელიც ითანამშრომლებს კომპანიის მენეჯმენტთან, შექმნის ახალ ფუნქციონალს, განავითარებს მოქმედ კონფიგურაციას და უზრუნველყოფს სისტემის სტაბილურ მუშაობას. პოზიცია გულისხმობს კონფიგურაციის ტექნიკურ მფლობელობას.


ძირითადი მოვალეობები:


  • მოქმედ 1C კონფიგურაციაში ახალი მოდულების, დოკუმენტების, რეგისტრების, ცნობარების, ფორმების, ანგარიშებისა და დამუშავებების შექმნა და დანერგვა;

  • არსებული პროგრამული კოდისა და ბიზნეს-ლოგიკის შესწავლა, მოდიფიცირება და განვითარება ტექნიკური დავალებების საფუძველზე;

  • ანგარიშებისა და ბეჭდვითი ფორმების მომზადება (მათ შორის მონაცემთა კომპოზიციის სისტემის გამოყენებით);

  • მონაცემთა გაცვლისა და ინტეგრაციების განხორციელება გარე სისტემებთან (საცალო ვაჭრობის სისტემები, ვებგვერდი, საბანკო და საგადასახადო სერვისები და სხვ.);

  • მოქმედი სისტემის მხარდაჭერა: წარმოების გარემოში წარმოშობილი შეცდომების დიაგნოსტიკა და გამოსწორება;

  • კოდის ოპტიმიზაცია, მოთხოვნებისა და სისტემის წარმადობის გაუმჯობესება მრავალმომხმარებლიან გარემოში;

  • ცვლილებების ტესტირება, სამუშაო გარემოში დანერგვა და ვერსიების კონტროლი (Git ან კონფიგურაციის საცავი);

  • განხორციელებული ცვლილებებისა და ლოგიკის ტექნიკური დოკუმენტირება;

  • სამუშაოების შეთანხმებულ ვადებში შესრულება.

სავალდებულო მოთხოვნები:


  • 1C 8.2 / 8.3 პლატფორმაზე პროგრამირების მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება (Senior დონისთვის — 5+ წელი);

  • 1C-ის ჩაშენებული ენის, მეტამონაცემების ობიექტებისა და 1C Query Language-ის საფუძვლიანი ცოდნა;

  • მართული ფორმებისა და კლიენტ-სერვერული პროგრამირების გამოცდილება;

  • არსებული და არასტანდარტული (მოდიფიცირებული) კონფიგურაციების შესწავლის, მოდიფიცირებისა და განვითარების გამოცდილება;

  • მონაცემთა კომპოზიციის სისტემის (СКД), როლებისა და წვდომის უფლებების, ტრანზაქციებისა და ბლოკირებების ცოდნა;

  • კოდის ტესტირებისა და შეცდომების დიაგნოსტიკის უნარი;

  • ახალი მოდულების დამოუკიდებლად შექმნის გამოცდილება;

  • საცალო ვაჭრობის ან სასაწყობე აღრიცხვის 1C კონფიგურაციებთან მუშაობის გამოცდილება.

უპირატესობად ჩაითვლება:


  • REST API, HTTP Services, JSON და XML ტექნოლოგიების ცოდნა;

  • 1C Extensions-ის გამოყენების გამოცდილება;

  • MS SQL Server-ის ცოდნა;

  • მაღალდატვირთულ მრავალმომხმარებლიან სისტემებზე მუშაობისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;

  • 1C-ის პროფესიული სერტიფიკატი;

  • ინგლისურის ან რუსულის ცოდნა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან სამუშაოდ.

რას გთავაზობთ:


  • ორშაბათი–პარასკევი, პარასკევს შემოკლებული სამუშაო დღე (15:00 საათამდე);

  • რეალური, მასშტაბური 1C პროექტები და კონფიგურაციის ტექნიკური მფლობელობა;

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;

  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

პასუხისმგებლობის ფარგლები:


პროგრამისტი მუშაობს მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული ფუნქციური მოთხოვნებისა და შეთანხმებული ტექნიკური დავალებების საფუძველზე. ბიზნეს-პროცესების განსაზღვრა, განვითარების პრიორიტეტები და ფუნქციური მოთხოვნები მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა.

პროგრამისტი მონაწილეობს ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და შეფასებებში და პასუხისმგებელია კოდის ხარისხზე, ტესტირებასა და დანერგვაზე.


როგორ განაცხადოთ:


დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV

Slogan
ყველაფერი შენი შინაური ცხოველისთვის
Socials
28 October - 25 November