პრემიუმი

კატეგორიის მენეჯერი (თბილისი)

04 ნოემბერი - 04 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
წერეთლის გამზირი, თბილისი
₾
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, კატეგორიის მენეჯერის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების უმაღლეს დონეზე ფლობა (MS Excel, Word).
პირობები:

  • ხელფასი კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • FitPass
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი
  • სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი.
  • მის: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი N 113დ.
პიროვნული თვისებები:

  • გუნდურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა;
მოვალეობები:

  • ბაზრისა და კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვების გეგმის შედგენა და განხორციელება;
  • პროდუქციის შესყიდვის, ლოგისტიკისა და დასაწყობების პროცესის ორგანიზება და კონტროლი
  • პროდუქციის ნაშთების კონტროლი
  • გაყიდვების სტიმულირების მიზნით აქციების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • სხვადასხვა გუნდებთან თანამშრომლობა სარეკლამო კამპანიების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.
  • კატეგორიის ძირითადი აქტივობების გეგმის განსაზღვრა და აღსრულება კვარტალურად;
  • კატეგორიის ჭრილში ბიუჯეტირება
  • კატეგორიის პლანოგრამების, დანერგვა მერჩენდაიზინგისთვის
  • ასორტიმენტის მართვა და მისი ოპტიმიზაცია;
  • კატეგორიის გაყიდვების და მომგებიანობის ზრდა;
  • ბაზარზე ფასების მუდმივი ანალიზი, მონიტორინგი და სიახლეების გამოვლენა/დანერგვა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.

მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება`

შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

მისამართი
წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
04 ნოემბერი - 04 დეკემბერი