პრემიუმი

პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორი (Alta Software)

06 ნოემბერი - 06 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
ბათუმი
₾
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორი (Alta Software)


შ.პ.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.


სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • სისტემური უფლებების მართვა და კონტროლი: „ალტა სოფთვეარის“ (Alta Software) პროგრამაში თანამშრომელთა როლებისა და წვდომების მუდმივი ტესტირება; იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეულ მომხმარებელს ჰქონდეს მხოლოდ სამუშაოსთვის აუცილებელი უფლებები; ახალი თანამშრომლების ბაზაში დამატება (B6 მხარეს) და ფილიალებს შორის გადართვა;
  • რისკების მართვა და ტესტირება: პროგრამის ყველა ფუნქციონალისა და ველის მუდმივი ტესტირება დამოუკიდებლად ან მხარდაჭერის ჯგუფთან ერთად, შეცდომებისა და ფინანსური რისკების თავიდან ასაცილებლად;
  • პარტნიორ ორგანიზაციასთან კომუნიკაცია: „ალტასოფთვეართან“ გაფორმებული მხარდაჭერის ხელშეკრულების პირობების შესრულება, მიმდინარე მიწერ-მოწერის ანალიზი და ფუნქციონალური საკითხების მოგვარება კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებულად;
  • სესხების დაავტორიზება და მონიტორინგი: უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, ავტო და მიკრობიზნეს სესხების დაავტორიზება; საკრედიტო კომიტეტის ოქმების, საჯარო რეესტრის ამონაწერებისა და სანოტარო ხელშეკრულებების მონაცემების (საპროცენტო განაკვეთები, თანხები, გირავნობა/იპოთეკა) პროგრამულ მონაცემებთან დეტალური შედარება და სისწორის გადამოწმება;
  • საოპერაციო და ფინანსური კონტროლი: თანამშრომელთა მიერ დაშვებული შეცდომების გასწორება (მხოლოდ წერილობითი მომართვის საფუძველზე); მსესხებელთა ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებული სხვაობების ყოველდღიური კონტროლი, განულება და ზედმეტი თანხების სესხის დასაფარად წარმართვა; სესხების გამოყვანა ავტომატური დაფარვებიდან ჯარიმების კორექტირებამდე.
  • სტატუსების მართვა: ვადაგადაცილებულ სესხებზე „პრობლემური“-ს სტატუსის მინიჭება ან მოხსნა და საქმეების პრობლემურ ოფიცრებზე გადაწერა;
  • რეპორტინგი და ტრენინგი: კომპანიის საჭიროებებზე პროგრამული რეპორტინგის მორგება,სხვადასხვა პროგრამულ საკითხებსა და სიახლეებზე თანამშრომლებისთვის ინსტრუქციების მომზადება, მათი დატრენინგება და კონსულტაცია;
  • ანგარიშგება: შესრულებულ და მიმდინარე საკითხებზე ხელმძღვანელობისთვის ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით).
  • აუცილებელია „ალტა სოფთვეარის“ (Alta Software / B6 / LMS) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
  • მიკროსაფინანსო ან საბანკო სექტორში ადმინისტრატორად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • საკრედიტო დოკუმენტაციასთან, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებებთან მუშაობისა და საჯარო რეესტრის ბაზების გადამოწმების ცოდნა.
  • ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:


  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი:


  • ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
  • შაბათი: 09:20-14:20
  • 40-საათიანი სამუშაო კვირა

განაცხადის შეტანის წესი:

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიეთ ლინკს: https://bermeli.selfrecruit.ge/s/ZIxrF

 


06 ნოემბერი - 06 დეკემბერი