პრემიუმი

საბანკო მომსახურების მენეჯერი

09 ნოემბერი - 09 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
ლადო კავსაძის ქუჩა, თბილისი
₾
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

HR აუთსორსინგული კომპანია One Point აცხადებს ვაკანსიას საბანკო მომსახურების მენეჯერი პოზიციაზე.
 
  • სამუშაო მოდელი: ბანკის ფილიალი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-14:00
  • ტრენინგი: 5 კვრიანი - 800 ლარი ნეტი (3 კვირა იქნება თეორიული ნაწილი ჯიქიაზე (ტრენინგ ცენტრში) და 2 კვირა იქნება პრაქტიკული ტრენინგი ფილიალებში)
  • ტრენინგის შემდგომი ანაზღაურება: 1200 ლარი დარიცხული, 960 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი
დამსაქმებელი კომპანიის შესახებ

დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს რეგიონში, რომელიც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდით, ადამიანების ცხოვრების გამარტივებას ემსახურება. კომპანია მომსახურების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. ის მხარს უჭერს თითოეული თანამშრომლის განვითარებას, მიზნების მიღწევასა და წარმატების საკუთარი ისტორიის შექმნას, რადგან წარმატება პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენით იწყება.

პოზიციის შესახებ

საბანკო ოპერატორი უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი საოპერაციო და სალარო მომსახურების გაწევას, უწევს კონსულტაციას საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებებთან დაკავშირებით, სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მიმართულებაზე გადაამისამართებს.


 ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:


  • მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი საოპერაციო და სალარო მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლებზე მორგებული საბანკო პროდუქტებისა და ოპერაციებთან დაკავშირებულ კონსულტაციისა და შეთავაზებების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის გადამისამართება საჭიროების შესაბამისად.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:


  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული;
  • სასურველია გქონდეს გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია დამატებით ფლობდე უცხო ენებს სასაუბრო დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/2hHiY


გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

სლოგანი
სანდო HR პარტნიორი ბიზნესის განვითარებისთვის.
მისამართი
ლადო კავსაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
09 ნოემბერი - 09 დეკემბერი