Premium

გიდების სკოლა - ტურისტული გიდის მოსამზადებელი უფასო კურსი

20 November - 20 December
Details
Address
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
₾
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

შემომყვანი ტურისტული სააგენტო „მიმინო კავკასიაში“ (www.miminotravel.com ) ეძებს ესპანურენოვან, იტალიურენოვან, ბერძნულენოვან და ინგლისურენოვან  აპლიკანტებს „გიდების სკოლაში.“


კომპანიას აქვს 15+ წლიანი გამოცდილება ტურიზმში. ჩვენი ძირითადი სამიზნე ბაზრებია: იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, შვეიცარია, დანია, ბალტიის ქვეყნები, ჰოლანდია.

 

გიდების სკოლის შესახებ:


  • ვისთვის?! - კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აინტერესებს ტურიზმის სფერო და ფლობს იტალიურ ან ესპანურ ენას B1/B2 დონეზე.

  • პირობები: კურსი არის უფასო. 

  • კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე; 

  • მეთოდიკა: სწავლება მიმდინარეობს დუალური მეთოდით. კომბინირებულია თეორია და პრაქტიკა; სასწავლო კვირის განმავლობაში მინიმუმ ერთი პრაქტიკული ტური (კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით)

  • ჯგუფში მაქსიმუმ 8-10 წევრი რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სწავლების დონეს.

  • შედეგი: კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში, კანდიდატები დასაქმდებიან ჩვენს კომპანიაში. საწყის ეტაპზე გიდის პოზიციაზე, შემდეგ კი ოფისში (ინტერესების შესაბამისად).

გიდების სკოლა - ეს შენთვის შექმნა ტურისტულმა კომპანიამ „მიმინო კავკასიაში“ თუკი:


  • დაინტერესებული ხარ ტურიზმით და გსურს, მოსინჯო ძალები;

  • გსურს კარიერის განვითარება დინამიურ, მზარდ და საინტერესო ინდუსტრიაში, მაღალანაზღაურებად პოზიციაზე (პირველ სეზონზე, სანამ გამოცდილებას დააგროვებთ, დღიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 100-150 ლარს. მზარდია ანაზღაურება გამოცდილებასთან ერთად.);

  • ადამიანებთან ურთიერთობა შენი სფეროა;

  • გიყვარს მოგზაურობა და ხარ თავგადასავლების მაძიებელი;

დამატებითი ინფორმაცია:


შერჩევის ეტაპები: 2 ინტერვიუ;

კურსის დასაწყისი: იანვარი, 2026; დღეები და დრო: განისაზღვრება მონაწილეებთან შეთანხმებით; 


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები (CV).


ასევე, კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: +995 591 50 24 29, ან +995 322 15 77 17(აკრიფეთ შიდა ნომერი 108)


Location
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
20 November - 20 December