ARGO არის AI ასისტენტი, რომელიც სამუშაოს მაძიებლებისთვის საუკეთესო დასაქმების შესაძლებლობებს პოულობს, ხოლო დამსაქმებლებისთვის შესაბამის კანდიდატებს - სრულად ავტომატურად.

ARGO წარმოადგენს AI ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ამარტივებს და აუმჯობესებს სამუშაოს ძიებისა და რეკრუტინგის პროცესს - ზრდის სისწრაფეს, სიზუსტესა და ეფექტურობას.
AI აანალიზებს შენს გამოცდილებას, უნარებსა და მიზნებს და გთავაზობს ზუსტად შენზე მორგებულ ვაკანსიებს.
არ გამოგრჩეს არცერთი შესაძლებლობა, ARGO მუდმივად აკვირდება ვაკანსიების პლატფორმებსა და კომპანიების გვერდებს და ახალ პოზიციებზე რეალურ დროში გაწვდის ინფორმაციას.

განაცხადების გაგზავნიდან follow-up ელფოსტებამდე, ARGO რუტინულ პროცესებს თავის თავზე იღებს, შენ კი მნიშვნელოვანზე - გასაუბრებისთვის მომზადებაზე ფოკუსირდები.
ოთხი მარტივი ნაბიჯი, რომლითაც სამსახურის ძიებას ან რეკრუტინგის პროცესს შეცვლი.
ARGO-ს Job Autopilot-ის დახმარებით სამუშაოს მაძიებლები ერთხელ განსაზღვრავენ კარიერულ პრეფერენციებს და განმეორებით ნაწილს AI ასისტენტს აბარებენ.
ავტოპილოტი ფონურად მუშაობს და ნებისმიერ დროს შეგიძლია გააჩერო, როცა სამსახურს იპოვი ან პროცესის დაპაუზებას გადაწყვეტ.
მომხმარებელი უთითებს პოზიციას, ინდუსტრიას, მდებარეობას, გამოცდილების დონეს და ხელფასის მოლოდინებს. ხელოვნური ინტელექტი კი მონიტორინგს უწევს ახალ ვაკანსიებს და ავტომატურად აგზავნის სივს.
ის, რაც ადრე საათებს მოითხოვდა, ახლა წამების საკითხია.
AI-ის დახმარებით შექმნილი ვაკანსიის ტექსტები სწორ კანდიდატებს იზიდავს და დროს გიზოგავს.
Argo შენს აპლიკაციას ზუსტად შერჩეული, ინდივიდუალური Cover Letter-ით აგზავნის
ერთიანად გააგზავნე აპლიკაცია შესაბამის პოზიციებზე — თითოეული მათგანი ინდივიდუალურად დამუშავდება.
აღმოჩენიდან შეთავაზებამდე, ყველა ნაბიჯი დაჩქარებულია.
ერთი პლატფორმა, ორი ძლიერი გამოცდილება.
ნახე, როგორ განსხვავდება Argo ტრადიციული დასაქმების პლატფორმებისგან.
გაიგე მეტი, როგორ ეხმარება Argo - Awork-ის დასაქმების AI ასისტენტი - მაძიებლებსა და ბიზნესებს ჩატის, ავტომატიზაციისა და ჭკვიანი შეჯერების მეშვეობით.
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი დასაქმებას საქართველოში.
საქართველოში დასაქმების გარემო სწრაფად იცვლება და ამ ტრანსფორმაციის ცენტრში ხელოვნური ინტელექტია. Awork-ის მიერ შექმნილი Argo არის AI დასაქმების ასისტენტი, რომელიც თანამედროვე ფორმით ცვლის იმას, როგორ ეძებენ ადამიანები სამსახურს და როგორ პოულობენ კომპანიები სწორ ტალანტებს.
სამუშაოს მაძიებლებისთვის Argo მუშაობს, როგორც დასაქმების პერსონალური AI ასისტენტი. ჩატში მარტივად აღწერე შენთვის იდეალური როლი და მაშინვე მიიღე მორგებული, პროფესიონალური რეკომენდაციები და ავტომატური განაცხადების გაგზავნის მხარდაჭერა.
AI-ზე დაფუძნებული პლატფორმა ეხმარება დამსაქმებლებს ვაკანსიის პროფესიონალური აღწერების შექმნაში, მათ სწრაფად გამოქვეყნებაში და შესაბამისი კანდიდატების აღმოჩენაში ინტელექტუალური შეჯერების გზით — ამცირებს ხელით სამუშაოს და აჩქარებს დაქირავების პროცესს.
AI ასისტენტის დახმარებიტ CV-ის გაგზავნიდან კანდიდატთა სკრინინგამდე, Argo ასახავს Awork-ის მიზანს, შექმნას დასაქმების მომავალი საქართველოში — გახადოს შრომის ბაზარი უფრო ეფექტური, ხელმისაწვდომი და სამართლიანი ყველასთვის.
ათასობით სამუშაოს მაძიებელმა და დამსაქმებელმა უკვე შეცვალა გამოცდილება Argo-სთან ერთად.
"თვეების განმავლობაში ხელით ვაგზავნიდი განაცხადებს და შედეგი არ მქონდა. Argo-სთან ორი კვირის შემდეგ უკვე სამი გასაუბრება მქონდა ჩანიშნული. AI მართლა ზუსტად ხვდება, რას ვეძებ."
"როგორც დამსაქმებელს, Argo-მ ჩვენს გუნდს კვირაში ათობით საათი დაუზოგა. კანდიდატების ხარისხი გამორჩეულია და შეჯერება საოცრად ზუსტია."
"მხოლოდ გასაუბრებისთვის მომზადების ფუნქცია ღირდა რეგისტრაციად. სრულად მომზადებულად ვიგრძენი თავი და მივიღე ის შეთავაზება, რომელსაც ველოდებოდი. Argo-ს ნამდვილად ყველას ვურჩევდი."
შემოუერთდი ათასობით სამუშაოს მაძიებელსა და კომპანიას, რომლებიც შედეგისთვის AI-ს ენდობიან.