ალაგი ლოგისტიკს

7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Category
Logistics
Location
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო

Employer summary

კომპანია „ალაგი“ 2018 წელს დაარსდა, ლიგისტიკაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამი ადამიანის მიერ. კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის უმაღლესი მომსახურების მიწოდებაა. დაფუძნებიდან მოკლე დროში „ალაგი“ მალევე გახდა ლიდერი სატრანსპორტო სფეროში, სახელი დაიმკვიდრა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და დღეს „ალაგის“ პროფესიონალიზმსა და ხარისხს მსოფლიო მასშტაბით არსებული მოწინავე კომპანიები ენდობიან. მომხმარებელთა მოთხოვნებისა და სურვილების ზრდასთან ერთად, დროთა განმავლობაში კომპანია ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა „ალაგის“ ზრდა-განვითარება და დამატებითი ფინანსური/ადამიანური რესურსის მოზიდვა. მიღებული გამოცდილებისა და განხორციელებული პროექტების შედეგად, ეტაპობრივად გაიზარდა უსაფრთხოების, ეთიკისა და ხარისხის დაცვის სტანდარტები. „ალაგის“ გუნდი შედგება 45+ პროფესიონალი ლოგისტიკის, საბაჟო და კლიენტთან ურთიერთობის თანამშრომლისგან. ფლობს საკუთარ ავტოპარკს, რომელიც შედგება 86, 105 და 120 კუბიანი მანქანისგან. „ალაგთან“ მუშაობს მსოფლიოს მასშტაბით 370-მდე კომპანია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით განვითარებული აქვს საბაჟო-სასაწყობე ქსელი. დღემდე შესრულებულია სხვადასხვა სირთულის 13 600-მდე პროექტი. სიტყვა „ალაგი“ – ძველ ქართულად ბილიკს, გზას ნიშნავს. ჩვენთან ერთად თქვენ ყოველთვის ირჩევთ სწორ „ალაგს“.

Popular vacancies

No vacancies found Discover vacancies