“ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“ გახლავთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფეროა საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა და IT მხარდაჭერა.
კომპანიის მთავარ აქტივს წარმოადგენს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მუდმივად მზადაა ინოვაციებისა და განვითარებისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოტივირებული, და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები, რომლებსაც ჩვენს გუნდში მოხვედრით ექნებათ შანსი ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად.