სადისტრიბუციო კომპანია GDM 

31 მოსკოვის გამზირი, თბილისი, საქართველო
მისამართი
31 მოსკოვის გამზირი, თბილისი, საქართველო

დამსაქმებელი

შპს ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია დაარსდა 2005 წელს, ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო და ლოგისტიკური კომპანია საქართველოში. ჩვენი კომპანიის მიზანია გავხდეთ უმსხვილესი ლოგისტიკის, დისტრიბუციის, კატეგორიის მენეჯმენტის, მერჩენდაიზინგის და მარკეტინგული სერვისის მიმწოდებლები საქართველოში. დღესდღეობით ჩვენს კომპანიას აქვს 5 ფილიალი საქართველოს მასშტაბით (საწყობები და ოფისები): თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გურჯაანი, ახალციხე. კომპანიის საწყობები აღჭურვილია ა კლასის სტელაჟების სისტემით, დანერგილია სოფტი WMS Axelot რომელიც საშუალებას გვაძლევს საწყობის პროცესების სრულ ავტომატიზების საშუალებას. კომპანიაში დანერგილია ლოგისტიკის სოფტი რომელიც მიტანის პროცესის ავტომატიზაციას ახორციელებს. კომპანიაში დანერგილია გაყიდვების პროგრამა რომელიც სავაჭრო გუნდის მართვის, დავალებების მიცემის, კონტროლის, სამუშაოს შესრულების და შეფასების საშუალებას გვაძლევს ონლაინ რეჟიმში.ზემოთ ხსენებული პროცესები გვხდის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სადისტრიბუციო კომპანიად საქართველოში. ჩვენ ვუწევთ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ისეთ ბრენდებს როგორიცაა: "სლობოდა", "ჰაინცი", "ონა", ცქრიალა ღვინო "ბაგრატიონი 1882", "კამპა", "კონტი", "ეტი" (ტუტკუ, კრაქსი, ეტი-მექ), "არკორი" "ჩოკო ფაი", "მაუქსიონი", "ლაროშელი", "ზარეჩიე", "კენტონი", "ელდორადო", "ლუქსლაითი", "ზელატოსი", "დელასო", და ა.შ. ასევე ჩვენი მომოსახურების სფერო მოიცავს ბრენდების მარკეტინგულ მხარდაჭერას: კრეატივი, კონტენტის შექმნა, მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, ცნობადობის გაზრდა, დიჯიტალი, სოც-ქსელები, ა.შ. ჩვენი კომპანია აწარმოებს დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით 60 ეკიპაჟით, 5 ფილიალის მეშვეობით საქართველოში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გურჯაანი, ახალციხე) ვფარავთ საქართველოში 7000 სავაჭრო წერტილს. ხუთი ფილიალიდან სადაც გვაქვს ოფისები და საწყობები ხორციელდება სრული საქართველოს დაფარვა.

მიმდინარე ვაკანსიები

ვაკანსიები ვერ მოიძებნა აღმოაჩინე ვაკანსიები