ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს:
მთელი ჩვენი რესურსი მივუძღვნათ ჭეშმარიტად უნიკალური ქართული ღვინის, ჭაჭისა და ბრენდის დამზადებას, რაც წარმოადგენს ქართული ვენახებისა და ხალხის ანარეკლს.საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ.
ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს.