“ალაზანი” მდებარეობს ქართული მეღვინეობისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას - სოფელ კარდენახში. გადმოცემის მიხედვით, ამ სოფელში ყოველ კარზე ვენახი იყო და მისი სახელწოდებაც აქედან მოდის - “კარი” და “ვენახი” - “კარდენახი”.
ამ ქარხანამ ჯერ კიდევ 1970 წელს მიიღო კავკასიის რეგიონის უმსხვილესი ღვინის საწარმოს წოდება.
კომპანიას 2016 წელს ახალი სიცოცხლე შთაებერა - გადამზადდა კადრები, აღიჭურვა ახალი დანადგარებით და დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, რომელიც საშუალებას იძლევა ღვინო დამზადდეს როგორც ტრადიციული ქართული, ასევე თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით.
“ალაზანი” განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ქართული ღვინის ისტორიას და დღემდე “ტრადიციულს ვამზადებთ ტრადიციულად” - ქვევრის ღვინო მზადდება ბარონ დე ბაასის ჩანაწერებში აღწერილი მეთოდოლოგიის მიხედვით.