ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. კომპანია თბილისისა და ქალაქ მცხეთის მოსახლეობას, სახელმწიფო დაწესებულებებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 510 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 480 000-ზე მეტი საყოფაცხოვრებო და 30 000-ზე მეტი არასაყოფაცხოვრებო აბონენტია.