საქკაბელი

83 საირმის ქუჩა, თბილისი, საქართველო
მისამართი
83 საირმის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები

დამსაქმებელი

სს საქკაბელი 1958 წელს დაარსდა და დღემდე საქართველოში საუკეთესო კაბელს და ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს,რომლის ექსპლუატაციის ვადაც 70-100 წელია. 2006 წლიდან ახალი გუნდი შეუდგა საქკაბელის განვითარებას და ქარხანა გადააიარაღა ტექნოლოგიებით. 2013 წელს მოხდა რებრედინგი, რის შედეგადაც კონტრაქტი გაფორმდა ფრანგულ კომპანია შნაიდერ ელექტრიკთან. 2016 წელს ქარხანა აღიჭურვა თანამედროვე ფრანგული პროგრამული და ელექტრონული დანადგარებით,რომელსაც შნაიდერის სერთიფიცირებული ქართველი ოპერატორები მართავენ. საქკაბელს მინიჭებული აქვს ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი მაღალი ხარისხის მენეჯმენტის დარგში, 2018 წელს კი, მიენიჭა ISO 45001:2018 სერთიფიკატი ჯანმრთელობისთვის არასაზიანო და უსაფრთხოების სისტემის მქონე პროდუქტის წარმოებისთვის და მიწოდებისთვის. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია და ფლობს ხარისხის ნიშანს. 2018 წლიდან საქკაბელის პროდუქცია, მომხმარებელთან გაგზავნამდე გადის დეტალურ შემოწმებას ქარხნაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, რომლის განახლებაც ევრო რეგულაციების შესაბამისად მოხდა, კერძოდ ევრო დირექტივა LVD და CPR. საქკაბელის პროდუქციას მინიჭებული აქვს CE მარკირება,რაც ადასტურებს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპის კანონმდებლობას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის შესაბამისობის შესახებ და თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას იძლევა ევროპის ბაზარზე. საქკაბელის მიზანი ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო ბაზარზე გასვლაა. ჩვენი მისიაა, შეტანილი წვლილით გავხდეთ ევროპის ნაწილი და დავამკვიდროთ სტანდარტები.

მიმდინარე ვაკანსიები

ვაკანსიები ვერ მოიძებნა აღმოაჩინე ვაკანსიები