iTechnics

19 უნივერსიტეტის ქუჩა, თბილისი, საქართველო
კატეგორია
გაყიდვები
სლოგანი
შენი სანდო არჩევანი
მისამართი
19 უნივერსიტეტის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები

დამსაქმებელი

iTechnics–Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, სტატუსით Apple Authorized Reseller-ი. ჩვენი ისტორია 2011 წლის 5 აგვისტოდან იწყება, როდესაც iTechnics-ის გუნდი პირველად შემოვიდა ბაზარზე. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჯერ კიდევ ფილიალის გახსნამდე, იყო რომ Apple-ს ოფიციალური რისელერები გავმხდარიყავით, რათა მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ხარისხიანი პროდუქცია და ისეთი მომსახურება როგორსაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ. ასე რომ Apple-ის ყველა მოთხოვნა შევასრულეთ, მოვიპოვეთ ოფიციალური რისელერის სტატუსი და ამით დავამტკიცეთ რომ iჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომპანიაა ქართულ ბაზარზე. მეგობრული, პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წყალობით, აიტექნიკსმა ძალიან მოკლე დროში შეძლო გამხდარიყო მოწინავე კომპანია Apple-ისტექნიკის სფეროში. დღეს ის საქართველოში Apple-ის პროდუქციისა და აქსესუარების რეალიზატორ კომპანიათა შორის ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი. ჩვენს ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ Apple-ის პროდუქციის სრული ასორტიმენტი, ოფიციალური საგარანტიო პირობებით, დაზღვევით, ყველა საჭირო აქსესუარითა დაპროგრამული უზრუნველყოფით. ტექნიკასა და აქსესუარებზე მოქმედებს, Apple-ისოფიციალური 1 წლიანი გარანტია და სპეციალურად iTechnics-ის მომხმარებლებისათვისდამატებით ერთწლიანი საგარანტიო მომსახურეობა. ჩევენი კომპანია განვითარების ყველა ეტაპზე ორიენტირებულია მომხმარებელზე. ქმნის მათზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს. სწორედ ეს განაპირობებსლოიალური მომხმარებლის იმ რაოდენობას, რომელიც გვყავს და საფუძველს უყრის მათთან გრძელვადიან ურთიერთობას. ამჟამად მომხმარებლებს ემსახურება მთავარ სავაჭრო ქუჩებზე განთავსებული iTechnics-ისოთხი მაღაზია და ერთი მთავარი სერვისცენტრი, სადაც მომხმარებელს აქვსშესაძლებლობა მიიღოს ყველაზე სწრაფი და ხარისხიანი ტექნიკური მომსახურეობა. ჩვენი მიღწევები სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2015 წელს განათლების ხარისხის განვითარებისეროვნული ცენტრის კვლევის შედეგად, „აიტექნიკსი“ ქართულ ბაზარზე კომპანიათასაუკეთესო ათეულში მოხვდა. ამავე წელს, iTechnics, როგორც მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის მქონე ორგანიზაცია, დაჯილდოვდა INTERNATIONAL ARCH OF AWARD-ის მიერ. კომპანია დინამიკურ რეჟიმშიგანაგრძობს განვითარებასა და მოწინავე პოზიციების შენარჩუნებას ბაზარზე. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა: აიტექნიკსის გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური აქტივობები, რადგან გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი განცდა და ვფიქრობთ, ყველა კომპანიას გააჩნიათავისი წილი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. სწორედ ამიტომ ჩვენ, ყოველწლიურად ვიღებთ მონაწილეობას გამწვანების, დასუფთავებისა და გარემოსდაცვით სხვა აქტივობებში.ასევე ჩვენი გუნდი პერიოდულად ატარებს სხვადასხვა სახის ტრენინგებს სტუდენტებისათვისდა ცდილობს დაეხმაროს მომავალ თაობას სწორი მიმართულების პოვნასა დაგანვითარებაში.

მიმდინარე ვაკანსიები

ვაკანსიები ვერ მოიძებნა აღმოაჩინე ვაკანსიები