რომპეტროლ საქართველო

მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
მისამართი
მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები

დამსაქმებელი

„რომპეტროლი“ წარმოადგენს ჯგუფ „ქეი-ემ-ჯი ინთერნეიშენალის“ (KMG International) მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის ეროვნულ ნავთობკომპანია კაზმუნაიგაზის (KazMunayGaz) მფლობელობაშია. KMG რომპეტროლი მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზების ტერიტორიაზე. ჯგუფში 6000-მდე თანამშრომელია დასაქმებული და იგი 2 კონტინენტსა და 11 ძირითად ბაზარზე ოპერირებს. ბრენდი „რომპეტროლი“-ს მთავარი საქმიანობა ნავთობის მოპოვება და გადამუშავებაა, რომელიც დისტრიბუციას რუმინეთში, მოლდოვაში, ბულგარეთსა და საქართველოში ახორციელებს. ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში, კომპანია წარმატებას ნავთობ ინდუსტრიაში საერთაშორისო განვითარებისა და გამოცდილების საფუძველზე აღწევს. კომპანია ფლობს და ამუშავებს რუმინეთში არსებულ ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას „პეტრომიდიას“, რომელიც წარმოადგენს უმსხვილეს თანამედროვე გადამამუშავებელ ქარხანას შავი ზღვის რეგიონში. მისი წლიური წარმადობა 5 მილიონ ტონას აღემატება. ეს სტრატეგიული ადგილმდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სწრაფად გადაზიდვის საშუალებას იძლევა. ამდენად, პეტრომედია წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონალურ კვანძს, ხოლო „რომპეტროლი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტიორს ქვეყანაში. ჯგუფის მფლობელობაშია ასევე, მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ვეგა“, რომელსაც 110 წლიანი ისტორია აქვს. იგი კლასიკური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ნახევრად გადამუშავებული ნავთობ პროდუქტების მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიად გადაიქცა, რომელიც სრულყოფს „პეტრომიდიას“ მიერ მიწოდებულ ნახევრად გადამუშავებულ ნავთობპროდუქტს. შვეიცარიაში მდებარე ტრეიდინგული კომპანია KMG Trading AG-ის მეშვეობით ჯგუფი ნავთობპროდუქტების მსხვილ სავაჭრო საქმიანობას ახორციელებს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში. ამრიგად, რომპეტროლი ამოუწურავი ენერგიის წყაროა, რომელიც ნედლი ნავთობის მოპოვებითა და წარმოებით იწყება და ნავთობპროდუქტების გადამუშავებითა და საუკეთესო ხარისხის პროდუქტებად ტრანსფორმაციით გრძელდება, იმ პროდუქტებისა, რომლებიც ჩვენს თანამედროვე დიზაინის სადგურებში იყიდება. KMG International ჯგუფის შვილობილი კომპანია „რომპეტროლ საქართველო“ დისტრიბუციას 86 ავტოგასამართ სადგურზე ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით. იგი ადგილობრივ ბაზარზე ცნობილია როგორც უმაღლესი ხარისხის ევრო 5 სტანდარტის საწვავის მომწოდებელი კომპანია. საცალო გაყიდვების გარდა, კომპანია ახორციელებს საბითუმო ვაჭრობას თბილისში არსებული ნავთობბაზისა და ბათუმის ნავთობტერმინალში არსებული ნავთობბაზის მეშვეობით. „რომპეტროლ საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2005 წლიდანაა წარმოდგენილი და მას 800-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. ეწვიეთ ჩვენს კორპორატიულ ვებგვერდს: http://www.kmginternational.com/

მიმდინარე ვაკანსიები

ვაკანსიები ვერ მოიძებნა აღმოაჩინე ვაკანსიები