ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი „სასტუმროების პროექტების მართვის“ კომპანია, რომელიც აერთიანებს 9 მიმდინარე პროექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ხელი შევუწყოთ ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას;
საერთაშორისო ასპარეზზე, ხაზი გავუსვათ საქართველოს მდიდარ ბუნებასა და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას.
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს „დიალოგ კოხტა აპარტს“-ს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.