Realtor.ge არის წამყვანი კომპანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც 20 წლიანი გამოცდილების მქონე Makler.ge-ს რებრენდინგის შედეგად შეიქმნა.
კომპანიის მთავარი მიზანია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროცესების სისტემატიზაცია, მომხმარებელთა ინტერესების და მოთხოვნების დამუშავება და შედეგად უძრავ ქონების გაყიდვა/გაქირავების პროცესის უმოკლეს დროში წარმატებით დასრულება;
ჩვენ მხოლოდ მომხმარებლების მოთხოვნების და მიზნების საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ ვაკავშირებთ ერთმანეთთან მყიდველსა და გამყიდველს/გაქირავების მსურველსა და დამქირავებელს, უკვე მათზე მორგებული, გაფილტრული ინფორმაციით, რაც მინიმუმამდე ამცირებს უძრავი ქონების ძიების ხანგრძლივობას და დაინტერესებული მხარეების კმაყოფილების გარანტიაა.
თქვენ, ჩვენი ყოველი შემოთავაზების მიღმა იღებთ სიღრმისეულად დამუშავებულ და გადამოწმებულ ინფორმაციას: უძრავი ქონების ხარისხის შეფასებას, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, ადეკვატური ფასს, რომლის დადგენაც ხდება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით და რომელიც ცვალებადობიდან გამომდინარე მუდმივ მონიტორინგს გადის უძრავი ქონების გასხვისების დასრულებამდე, განახლებულ დოკუმენტაციას და ა.შ ყოველივე ეს კი, პროცესებს ხდის გაცილებით მოქნილს და სისტემატიზირებულს.
კომპანიის მისია
ჩვენი მისიაა გაგიწიოთ პროფესიონალური პარტნიორობა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობაში მაქსიმალურად სწრაფად, ხარისხიანად და ევროპული სტანდარტების სრული დაცვით, რაც დაგეხმარებათ წარმატებული გადაწყვეტილების მიღებაში და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.
კომპანიის ღირებულება
ჩვენი მთავარი ღირებულებაა, მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების ადაპტირება ქართულ რეალობასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პროცესების, წამყვანი ექსპერტების მიერ შემუშავებული სტანდარტების მიხედვით წარმართვა.
ჩვენი გუნდი
Realtor.ge-ს გუნდის ექსპერტები, თქვენი მთავარი პარტნიორები არიან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველანაირი სახის პროცესის დაწყებიდან, დასრულებამდე და მას შემდეგაც, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გაგიწიოთ პროფესიული კონსულტაცია.
კომპანიის ინტელექტუალური საკუთრება
კომპანიას აქვს საკუთარი სარეკლამო რესურსები: ვებ-გვერდები Makler.ge/Realtor.ge, რომელებიც მუდმივად მუშავდება და ახლდება, რომელთა საშუალებითაც ხდება კომუნიკაციის უზრუნველყოფა მყიდველსა და გამყიდველს/გაქირავების მსურველსა და დამქირავებელს შორის.
ვებ გვერდის მიღმა ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტია მრავალფუნქციური ჭკვიანი სისტემა, მასში ინტეგრირებული მონაცემთა ბაზებით. სისტემა შეიქმნა საერთაშორისო ბაზრების კვლევებზე დაყრდნობით, რომელსაც ანალოგი არა აქვს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც.
კომპლექსურად ყოველივე ეს ამარტივებს, როგორც რეალტორის სტანდარტების დაცვას, ჩვენი გუნდის წევრებისთვის, ასევე ქმნის კომფორტულ და პროფესიულ გარემოს ჩვენი პარტნიორებისათვის.