შპს "თა-იმ" წარმოადგენს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ქსელს, რომელიც ამჟამად წარმოდგენილია 3 სავალუტო ჯიხურით. პუნქტი ფუნქციონირებს 2014 წლიდან და 9 წლის მანძილზე შევძელით, ადგილობრივი საზოგადოების ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვება და შესაბამისად კლიენტებისა და შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდაც, რაც ამავე სექტორში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალი ხელფასების შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ჩვენთან მინიმალური ხელფასის ოდენობად დადგენილია საათში 2.5 ლარი, თუმცა გარდა ამისა ხელფასი იანგარიშება გამომუშავებით და რომლის მიხედვით, საშუალო ხელფასი დღეში 40-დან 100 ლარამდე აღწევს.